სიდ გაგონილ ქისტის ასულს,
მღერა რო არ სცოდნიყვ…
___________________________________
სიდ გინახავ ი’სთა ლურჯ ცა,
პანკისს რო ახურავ,
მე მოვეფერ მაგათ ბაღნარს ნახატივით ნატვიფრს,
მთითა მთაზე სევდის ჯაჭვს ჰქსოვ,
მოგონებებს ჰფუთავ,
მემრ იმ ფიქრის ნაქსოვ ჯაჭვის მონატრება გაცვი.
სიდ გინახავ ქისტის ასულ,
მღერა რო არ სცოდნიყ,
სიდ გაგონილ ვაჟკაც ქისტის ვერ ნაცეკვარ ცეკვაჲ,
გამიგონავ სათამაშოდ ადგილ რო არ ჰყოფნიყვ,
ყურ მომიკრავ ქალს მღერა შევენს,
მთათ ყვავილთ რო დეკაჲ.
თავად მიგრძვნი ლანას ფანდურს ამღერებულ პანკის,
მე მიხედავ ორბის თვალებს რო ანათებს ლინდა,
ყურ დამიგდი მარიამის მღერას მომგვრელი დარდის,
მომისმენავ საგალობელ ლოცვასავით წმინდაჲ.
გ რამაზაშვილი.
07/30/2023/



























