Kakha Kvashilava: XVII ს. დასაწყისის ბიჭვინთისადმი დადიანის შეწირულობის წიგნში ფიქსირდება სოფელ ზეგანს (თანამ. აფხაზეთის ტერიტორია) მცხოვრები მუთაგიღუნ ხუბილავა.
„მუთაგიღუნ“ – მეგრულად „არაფერი გაქვს“. ეტყობა ძალიან უჭირდა ოჯახს და შვილსაც ასე დაარქვა მშობელმა. სახელში ასახული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
იმავე დოკუმენტში ვპოულობთ თილათში (მდ. მოქვის ნაპირას მდებარეობდა) მცხოვრებ ელიჯარ ჩანგელიას. საინტერესოა, რომ ამ გლეხის სახელი თურქული წარმოშობისაა და „ხალხის//ქვეყნის ლაშქარს“ ნიშნავს.
უკვე ორი სახელი და რამდენიმე დასკვნა ისტორიული წარსულიდან: ეკონომიკური სიდუხჭირე და ოსმალებთან ურთიერთობა….
ჰო, მთავარი დასკვნა: აფსარები აქედან ჯერ კიდევ შორს არიან.



























