მამა ადამი ახამაძე
საქართველოში დღეს დიდი ილიაობაა!
წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას – თავის ანგელოზის დღეს გამორჩეულად დღესასწაულობდა საგურამოში ილია ჭავჭავაძე, ვინც 1988 წელს ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა და ხსენებაც ამ დღეს დაუწესა. ამ საქმეს სათავეში ედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ვისაც დიდი წინასწარმეტყველის სახელი ბერად აღკვეცუსას მიენიჭა.
ასე რომ, მართლაც დიდი ილიაობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამჯერადი, სამგზის გამრავლებული!
მოგილოცავთ, ქართველნო, დიდებულ დღესასწაულს!




























