სიყვარული არ ბერდება
ჩამისახლდი სულში ისე
ალბათ იყო ეს ღვთის ნება,
ჩვენ დავბერდით,მაგრამ ვხედავ
სიყვარული არ ბერდება.
სულ მგონია, ბაგე შენთვის,
სიბერეშიც ამღერდება,
ჩახუტებულს, იგრძნო გმართებს
სიყვარული არ ბერდება.
რა ვუყოთ, თუ თავს ჭაღარა
ვით ხეს ხავსი,რომ ედება,
ნაოჭების გამრავლებით
სიყვარული არ ბერდება.
დაისს ვუცდი,
ნარინჯისფრად
ცა, როდესაც აალდება…
გიჩურჩულო,უნდა ყურში
სიყვარული არ ბერდება.
/ნესტან ხარებავა/
***

Nasti Nasti
შთაგონების წყარო
გოჩა ჭაბუკაიძე ქართველი -ის გვერდზე ნანახი სურათი.
მადლობა ბატონო გოჩა.❤🙏
























