ღვინო დალიე
,,ღვინო დალიე,შეგერგებაო”,-ასე ამბობენ,
ღვინოში დარდის გარდაცვალებას ელიან, ნუთუ?!
იხალისებენ და იტირებენ, ბევრ მითს დაგმობენ,
გააბოლებენ კვლავ დასაფერფლად განწირულ თუთუნს.
მაგრამ დადგება ნაბახუსევზე თავის დახრის დრო
ვის გამორჩება სიმწრის ღიმილი,თან მრავლის მთქმელი;
არგამხელილი, მართლის აღქმის დამდგარი წუთი,რომ
დარდს არ კლავს ღვინო,-ისევ შენშია, არმცხრალი,მთელი…
——ნ.ხარებავა
Nasti Nasti
@გამორჩეულებში დამატება
























