ღამის ოთხი საათისთვის დაწერილი ლექსია.
მოდი წაიკითხეთ და შემიფასეთ.მკითხველის აზრი სულ მაინტერესებს.
მადლობა წინასწარ.
❤👇
აქ,მე და ღამე…
ისევ სწვდა ფიქრი გრძნობის არეალს,
ასკდება თვალთა უპეებს ცრემლი,
ზღვაც დუმს, გაშეშდა,სულაც არ ღელავს,
მახლავს სიბნელე,არაფრისმთქმელი.
არ ჩანს ვარსკვლავი,ცა ოხრავს თითქოს,
ნაღველმოსილი,წვიმას აპირებს,
თვლემს თოლია და დარდს ვერ გამიქრობს
დარდი მე მახლავს,ჩუმად მატირებს.
გადავაბიჯე ქვიშის ნამცეცებს
მგონია ტკივილს ვაყენებ… მზრინავს…
ცრემლებს ვიმშრალებ,თვალებს ვაცეცებ
სათვალეზე კი სისველე ბზინავს…
უჩვეულოა ყველა ქმედება
ვეცადე,სული ვერ დავიამე,
ისევ ფიქრები მეიმედება
დავრჩით ფიქრებით,აქ მე და ღამე.
არ მსურს ხვალინდელ დღეზე ოცნება
რა საჭიროა ვაწვალო თავი,
არარსებულზე არ ღირს გოდება,
უკუნ ღამესთან მსურს დავდო ზავი.
გადავაბიჯებ ამ სიბნელეში
მტანჯავ ფიქრების უაზრო ხროვას,
მოსწყდება ჩემს სულს ბარბაცით ლეში
და არ ვაპირებ ამ ლეშზე გლოვას.
სუფთა გონებით განთიადისას
შევეგებები სამყაროს მნათობს,
სანაპიროზე,ისევ გავლისას
ზღვა შემახსენებს მთელს,ღამის ნაგრძნობს.
ხომ გავიმარჯვე ბევრჯერ,ტკივილზე,
ხომ ვიზეიმე ბრძოლის მოგება,
გავამახვილებ აქცენტს ღიმილზე
სულაც არ მიჭირს როლის მორგება.
არეალს გამცდარ ფიქრებს მოვუხმე
დახარისხების შემომრჩა ძალა,
აქ სილამაზის ნამცეცებს,უხვებს
არ დავაყენებ,მე,ყირამალა.
და კვლავ ვთარეშობთ აქ, მე და ღამე
უკვე მშვიდად ვართ,აზრით დიადი,
კმარა,რაც წარსულს ძლიერ ვეწამე,
დადგეს საჩემო კვლავ განთიადი.
———ნესტან ხარებავა
Nasti Nasti
























