Nasti Nasti
არაწყდება კამათი
არა წყდება კამათი
ევაზე და ადამზე,
რად ჭიდაობს ეშმაკი
სხვისი გულის ტატამზე?!
წვიმის წვეთი გაქრება
ასხლეტილი, ქოლგიდან,
სიყვარულის არ ქონამ
გვავნო,თანაც როდიდან…
მოვარდნილი ნიავის
შრიალს ახშობს მავანი,
ორმოს გითხრის მალულად
სული,ამპარტავანი.
კვლავ ნებდება სიცრუეს,
დაბინდული გონება,
ვერა შესძლეს წარმართვა
ყოფის,ბოღმის მონებმა…
რას გაუგებ მარტოსულს
ობოლივით უვლია,
არ იცის,რომ სამყაროს
ამხობს სიძულვილია…
არა წყდება კამათი
ევაზე და ადამზე,
ნუ ჭიდაობ ეშმაკო
სხვისი გულის ტატამზე…
ნ.ხარებავა

























