დედაენა
ქართველ ერს რომ გაეზარდა
საამაყო ბევრი შვილი,
ღმერთმა ქართველთ მოგვივლინა
იაკობ გოგებაშვილი.
დიდი ნიჭით შემკობილმა
შეგვაყვარა ტკბილი ენა,
ბავშვებს უსაჩუქრა წიგნი
მშობლიური ,,დედაენა”.
,,აი ია”, ,,აი თითი” –
ტიტინებენ სხარტად სახლში.
თვალები სულ
უციმციმებთ
გოგო-ბიჭებს, პირველ კლასში.
მზის სხივივით გზას გვინათებს
და სულს მატებს აღმაფრენას…
ვერაფერი შეედრება
იაკობის ,,დედაენას”.
——-ნესტან ხარებავა
























