🔴 უამრავი ციტატები,ლექსები თუ მოთხრობები იწერება სიკეთეზე,მაგრამ კაცობრიობის ნახევარმა ნაწილმაც ვერ გააცნობიერა რა არის სიკეთე.ბევრისთვის უბრალოდ სიტყვად დარჩა. 🔴ვერ შეხვდებით ადამიანს,რომელიც იტყვის ბოროტი ვარო.აი,სხვას კი ადვილად უწოდებს ბოროტს.
არადა ორივე თვისება ნებისმიერ ადამიანში იჩენს თავს.
🔴მთავარი ის არის,რომელს აირჩევს, რომელს განდევნის. არის შემთხვევა,ვერც ერთს ვერ თმობს და ორივეს ითავსებს.სწორედ ასეთი ადამიანები აყენებენ სხვებს ყველაზე მეტ ტკივილს.ხომ გაგიგიათ, ,,ასეთი არ იყო,როგორ შეიცვალა, კარგიც გაუკეთებია,მაგრამ გამანადგურა,რა ბოროტული განზრახვა ჰქონია”…და ასე შემდეგ. ზოგს ჰგონია,როცა აწყენინებს ადამიანი, მაშინ გახდა ბოროტი,ვინაიდან ადრე არ,ან ვერ ამჩნევდა.არადა მან გამოამჟღავნა ფარული, საპირისპირო გრძნობა.
✅სიკეთედ არ ითვლება თუ აყვედრებენ ან სამყაროს გააგონებენ ,,ეს გავუკეთე,ამდენი მივეცი”…
ან როცა ბრაზდებიან და ამბობენ,- ,,ნახოს აწი რამდენს მიიღებს”…და ასე შემდეგ.
🔴მგონი დამეთანხმებით,რომ არავის არ ჭირდება ისეთი სიკეთე,რომელსაც ძმრად ამოგადენენ.
🔴იმდენი სიკეთე უნდა გასცეს ყველამ,რამდენიც არ ენანება დასაკარგად და არც თვითონ მას შეაწუხებს ის აზრი,-,,ნეტა არ მიმეცაო”…ყველაფერს ზომა უნდა…
ზოგიც იმიტომ გიკეთებს სიკეთეს,რომ მისი გავლენის ქვეშ მოგაქციოს და თავი დაუხარო სულ და როცა ვერ მიაღწევს საწადელს, შეწყვეტს ,,სიკეთის” კეთებას და იწყებს სინანულს ან დაყვედრებას…
✅ვრცელი თემაა და დანარჩენი თქვენ დაწერეთ კომენტარებში.ვფიქრობ საინტერესო და გამოსადეგარი პოსტია.
Nasti Nasti
✅პ.ს.ფხიქოლოგი ვაკო დარჩიას სიტყვების გააზრებიდან წარმოიშვა ჩემი პოსტი.👇
























