იმათთვის, ვისთვისაც რუსეთი იმედია:
1) სომხეთი ენდო რუსეთს და რუსეთმა მიატოვა, მარტივად გაცვალა აზერბაიჯანში, რადგან თურქეთთან პრობლემების შექმნა არ სურდა;
2) ირანი ენდო რუსეთს, დაეხმარა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის წარმართვაში და რუსეთმა, დიდი ბოდიშიო, მაგრამ ვერ დაგეხმარებიო. უბრალოდ ისრაელის გადამტერების შეეშინდა;
3) მასზე მინდობილ-ჩახუტებული ბაშარ ალ-ასადიც სამსხვერპლო ცხვარივით გაწირა;
4) ვახტანგ VI, რომლის უთავო ცხედარი ასტრახანის ეკლესიაში ასვენია, მაგალითია რუსეთისადმი ნდობისა;
5) ერეკლე II, რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერიდან მე-12 წლისთავს, კრწანისის ბრძოლის შემდეგ, აღა-მაჰმად-ხან ყაჯარის ლაშქრის მიერ გადამწვარ-გადაბუგულ თბილისს რომ უყურებდა, მსხვერპლია ორგული „მართლმადიდებელი“ რუსის მიმართ ერთგულებისა.
ვენდოთ 26 საუკუნის წინ მცხოვრებ ჰერაკლიტე ეფესელს, რომელმაც გვითხრა: „მდინარის ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევალთ“.
მეტი რა-ღა უნდა გითხრათ ისტორიამ და თანამედროვეობამ.
„ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!“ (მარკოზი, 4:24)



























