Nino Andronikashvili
Nino Jajanidze ქალი, რომელსაც დიდი გული აქვს❤️❤️❤️
არსებობენ ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყანაში სრულიად მოულოდნელად ხდებიან შინაურები, არა მხოლოდ ენით, არამედ გულითაც. ასეთ ქალს შევხვდი თურქეთში, ერთ-ერთ ქართულ ღონისძიებაზე. როგორც კი შევხედე, მაშინვე მივხვდი ეს ქალი სინათლე და ჩემი მეგობარი გახდება❤️🙏
ნინო ჯაჯანიძე საქართველოდან არის, მაგრამ ცხოვრების იძულებით თუ საკუთარი სურვილით ემიგრაციაში აღმოჩნდა. რაც უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი — პირადი, სოციალური თუ ეკონომიური, მან იქაც კი, შორს სამშობლოსგან, ადამიანად ყოფნა არ დაივიწყა.
ნინო ყველასთვის არის იმედი და „Душа кампании“. უხარია სხვისი სიხარული, სტკივა სხვისი ტკივილი. არასდროს არაა გულგრილი, როცა საქართველოს მოქალაქეს უჭირს, განსაკუთრებით, თუ სამკურნალოდ ჩავიდა და გზის გაკვლევა უჭირს. ის პირველი არის, ვინც ნახევარ ლუკმა-პურს სხვას გაუყოფს. არ ელოდება ფონდებს, პროგრამებს, კამპანიების, თავად მოქმედებს.
მისი ქმედება უხმაუროა, მოკრძალებული, მაგრამ საოცრად გულისხმიერი. ყოველდღიურ სიძნელეებში მყოფი ქალი, თავადაც ემიგრანტი, ხანდახან თავადაც სამუშაოს მაძიებელი სხვებს ეხმარება, თუნდაც თვითონ მოაკლოს.🙏❤️
ღვთისნიერი და ღვთისმოშიში ადამიანია. ყოველ კვირას დადის ტაძარში. გალობს, ეხმარება ქართულ ტაძარში. მისი სარწმუნოება მხოლოდ სიტყვებში არ ჩანს, ის თავად არის რწმენის მაგალითი, სიკეთის რწმენის, ადამიანის რწმენის, ღვთის რწმენის.
ამ პატარა წერილით მინდა მადლობა ვუთხრა ნინო ჯაჯანიძეს, იმ ქალს, რომელიც ჩვენ გარშემო, ჩვენსავე რიგებში ცხოვრობს, მაგრამ თვითონ არაფერს ითხოვს. მინდა, რომ მის შესახებ იცოდნენ სხვებმაც. იმიტომ, რომ სანამ ასეთი ადამიანები არსებობენ, სიკეთის იმედი არ კვდება.❤️
ეს ქალი — ერთ-ერთი ჩვენგანია. მაგრამ მის გულში ბევრის სიხარული და ტკივილი ეტევა. და სწორედ ამით არის განსაკუთრებული. ❤️🙏
ნი მეიმედები 🙏



























