სამშობლოვ ჩემო
მე რა ვიღონო,არ ვიცი,შენთვის,
გახშირდა ფესვი სარეველისა,
მოვედი,მაგრამ კვლავ გული მეწვის,
აქ მშვიდად ყოფნა აღარ მეღირსა.
მკლავდა სიშორე,ქართული მიწის
და დავამოკლე სიმწრით მანძილი,
ვაი,რომ სული არ ჩაცხრა,იწვის,
წაბილწულია ენით მანდილი.
რა შემიძლია სამშობლოვ ჩემო,
რომელი ერთი, მტერი ვამხილო?!
არაფერს არ აქვს ყოფაში გემო…
სარეველისგან როგორ გაგხილო?!
განდიდებისთვის გაჩაღდა ბრძოლა,
შენი ღირსების,- არ ჩანს მზრუნველი,
ლამისა დარდმა გადამიყოლა
ცოტანი დაგრჩნენ ირგვლივ გულწრფელი.
ერგახლეჩილო,როგორ გიშველო,
მომისმენს ვინმე?!ვყვირივარ ,,კმარას”,
ამ დროს მაძღარი,უღმერთო მწყემსი
მიერეკება სულდაღლილ ფარას…

——ნ.ხარებავა
Nasti Nasti
























