მამა ადამი ახალაძე
🌹 წმინდა დიდი თამარ მეფის შესახებ სულმნათი აკაკი ასე ბრძანებს:
🌹 „[თამარ მეფემ] სულ 28 წლის განმავლობაში იმდენი საქმეები ჩაიდინა, ისე აამაღლა საქართველო, რომ ყოლიფერი მის შესახებ, რომ უტყუარი ისტორიული საბუთები არ გვეჭიროს ხელში, ზღაპარი ან სიზმარი გვეგონებოდაო”.
🌹 დღეს საქართველოსთვის წმინდა თამარმეფობაა – ქრისტესმიერი ძლევამოსილებისა და აღორძინების დღესასწაული!
🌹 თითოეული თამარისთვის ანგელოზის დღეა!
🌹 ჩვენი, შინდისის დედათა მონასტრისათვის, 2006 წელს რომ დავაარსეთ, თამარწმინდობაა!
🌹 საპატრიარქოს ერთ-ერთი უნივერსიტეტისთვის – თამარიუნისთვის – მფარველი დიდი მეფის დღეა და ჩვენი, უამრავი ადამიანის, პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის ალმა მატერის დღესასწაული!
🌹 სულიერი და სოციალურ-კულტურული განვითარების ფონდ „თამარის დროშისთვის“ – ეროვნული სიმბოლოების, მათ შორის სახელმწიფო დროშისა და მისი ისტორიისთვის პატივისმიგების ზეიმია!
🌹 მშობელთა განათლებისა და ტრეინინგების თამარის სკოლა (ჯერ კიდევ წმიდათა იოაკიმესა და ანნას სახელობის სამშობიარო სახლთან დავაარსეთ 2008 წელს) ახალ პერსპექტივებს უფრო იმედიანად ჭვრეტს!
🌹 “თამარის დროშის ბიბლიოთეკის“ შემოქმედებითი ჯგუფი ახალ გამოცემებზე ზრუნვას აგრძელებს!
🌹 დღეს დღესასწაულობენ თამარწმინდა, თამარიონი, თამარის დარბაზი… და, რა თქმა უნდა, თამარქალები!
🌹 ჩვენი მიზანი თამარისდროინდელი საქართველოს იდეალებისა და ღირებულებების აღორძინება და დამკვიდრებაა დღევანდელი საქართველოს სინამდვილეში.
🌹 ამიტომაც ჩვენც და თქვენც ერთი რამ გვევალება: წმიდა მეფის ლოცვით თამარის დროშის ქვეშ გავერთიანდეთ და ამ საშვილთაშვილო წამოწყებების წარმატება პირადი ბედნიერების საქმედ მივიჩნიოთ.
🌹 მერე თითოეული ეს საქმე შევისისხლხორცოთ და ოცნება სინამდვილედ ვაქციოთ ღვთის სადიდებლად და საქართველოს გადასარჩენად, უკეთესი მომავლის დასამკვიდრებლად!
🌹 წმინდაო დიდო კეთილმსახური მეფეთ მეფეო და დედუფალთ დედუფალო თამარ, შემოგავედრებ საქართველოსაც და მთელს ქვეყნიერებასაც!
🌹 შენ დაგვიფარე “ჩვენო ლამაზო დედაო”!!!
🌹 ამინ!
🌹 თამარმეფობას გილოცავთ, ქართველნო!



























