
Neli Aptsiauri
რა მინდა
რას ვინატრებდი? ნეტავ რა მინდა.
დავფიქრდი, მივხვდი, ბევრი არ მინდა.
ჩემს სამშობლოში მშვიდობა მინდა,
ემიგრანტობა კი აღარ მინდა.
მე ჩემს ოჯახში სილაღე, სითბო,
მათთან ცხოვრებით დატკბობა მინდა.
მათგან შორს ყოფნა, მათზე ფიქრები
და მონატრების გრძნობა არ მინდა.მინდა ქართულად ვილაპარაკო,
უცხო ენაზე კმარა! არ მინდა.
მოგონებებით, იმ იმედებით
რომ დავბრუნდები, მე აღარ მინდა.
მინდა თბილისში მშვიდი სიბერე,
და ჩემს ოჯახში ფუსფუსი მინდა.
ჩემი მშობლების საფლავის მოვლა,
მათგან შორს ყოფნა მართლა არ მინდა.
მშვიდობიანი სამშობლო მინდა.
აყვავებული და თან ძლიერი.
მინდა გავლიო ჩემი სიბერე,
ლამაზი, ტკბილი და ბედნიერი.
ახლა დავფიქრდი , ბევრს ხომ არ ვითხოვთ?,
მკითხა სინდისმა ეჭვის გარეშე.
ნუთუ ცხოვრება ასე რთულია
ხვალინდელი დღის შიშის გარეშე.
ჩემო სამშობლოვ შორიდან გეტრფით.
მხარში გიდგევართ ყველაფრით დაღლილს,
ჩვენ დავბრუნდებით, არ მიგატოვებთ.
ვალმოხდილ შვილებს ღიმილით დახვდი.
ნელი აფციაური




























