
Gürcistan Cumhurbaşkanı Mikheil Kavelaşvili, Türkiye’ye ilk resmi ziyaretini gerçekleştirmek üzere Ankara’ya geldi. Esenboğa Havalimanı’nda üst düzey yetkililer tarafından karşılanan Cumhurbaşkanı, ziyaretin ilk gününde Anıtkabir’i ziyaret ederek Mustafa Kemal Atatürk’ün anıt mezarını ziyaret ederek molizesine çelenek bıraktı ve şeref defterine not bıraktı.
Cumhurbaşkanlığı Külliyesi’nde Cumhurbaşkanı Recep Tayyip Erdoğan tarafından resmi törenle karşılandı. Ziyaret kapsamında baş başa ve heyetler arası görüşmeler gerçekleştirilecek, ardından ortak basın açıklaması yapılacak.
Gürcistan heyetinde Dışişleri Bakan Yardımcısı Laşa Darsalia, Gürcistan Ankara Büyükelçisi Archil Kalandia, Cumhurbaşkanlığı İdaresi temsilcileri ile Türkiye-Gürcistan Parlamentolar Arası Dostluk Grubu üyeleri Giorgi Çhkonia, Mariam Laşkhi ve Guram Maçharaş yer almaktadır.
Bu ziyaret, iki ülke arasındaki dostane ilişkilerin ve stratejik ortaklığın daha da güçlendirilmesi açısından önemli bir adımdırdır.🇹🇷🤝🇬🇪

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში ჩავიდა. პრეზიდენტს ესენბოაას საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.
ვიზიტის პირველ დღეს მიხეილ ყაველაშვილი ეწვია მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს, მიაგო პატივი თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის ხსოვნას, შეამკო გვირგვინით და გააკეთა ჩანაწერი საპატიო სტუმართა წიგნში.
ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეზიდენციაში, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული ფორმატით შეხვედრები, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ მედიასთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, თურქეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოსა და თურქეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი და გურამ მაჭარაშვილი.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით 🇹🇷🤝🇬🇪
































