დღეს, 09.05 წუთზე – საათმა ასე დააფიქსირა ათათურქის გარდაცვალების დრო – მთელი თურქეთი, შესაშური ერთსულოვნებით, როგორც ერთი კაცი, პატივს მიაგებს მის ხსოვნას…
24 წლის მუსტაფა ქემალმა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა, 34 წლისამ მოიგო გალიპოლის (ჩანაქქალეს) ომი , 38 წლისამ თურქეთის რესპუბლიკა დაარსა, 53 წლისას ხალხმა მას თურქების მამა ანუ ათათურქი უწოდა. გარდაიცვალა 1938 წლის 10 ნოემბერს 09.05 წუთზე. 21 ნოემბერს მისი ნეშტი დროებით მიაბარეს სტამბოლის ეთნოგრაფიის მუზეუმს, ხოლო 1953 წლის 10 ნოემბერს გადაასვენეს ანკარის მავზოლეუმში. ტრადიციულად ყოველ 10 ნოემბერს, 09.05 წუთზე მთელს თურქეთში ირთვება სირენების ხმა და ყველა ფეხზე ამდგარი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს მის ხსოვნას. თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი მუსტაფა ქემალ ათათურქი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო…
ცნობილია ათი საუკეთესო წიგნი თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის ბიოგრაფიის ამსახველი, მათ შორის მწერალ პატრიკ ლორდ კინროსის ( ინგლისის მთავრობამ დაავალა), რომელმაც ახლო აღმოსავლეთის თემებზე დაწერილი წიგნებით გაითქვა სახელი. ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიული წიგნია ათათურქზე. ქართულ ენაზე თარგმნა ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა და კოლეგამ ნანა ჯანაშიამ
1960’ta yayımlanan PATRICK LORD KINROSS’un kitabı ATATÜRK -hakkında bugüne dek yazılan en başarılı biyografilerden biridir. Kİtap ” DÜNYA TARİHİ DEĞİŞTİREN İNSANLAR” serisi çerçevisinde, değerli meslektaşım Nana Janashia tarafından Gürcüce çevirildi. DÜNYA TARİHİ DEĞİŞTİREN Büyük önderin Ruhu şad olsun!
NOT: Gürcistan’da başucu kitaplardan biri olan bu kitaptan tek ve son nümüne çevirmenden temin edebildim.
























