ვით ნიამორის…
ვით ნიამორის რქებს ეტყობა ცხოვრების კვალი,
ისე ბევრთ, გულში ჩარჩენიათ წარსულის სევდა,
დაჰქრის,წანწალებს მწუხარება,ხახადამშრალი
ბევრჯერ დაახშო სიყვარული, როცა ამღერდა.
საიდუმლოებს ვეღარ იტევს ცის კიდობანი,
მის თვალთა ხედვას არ გამორჩება
თუნდაც თვით ნიშა,
მთელ, ფაქიზ გრძნობებს დასცინიან დღეს სულით ბრმანი
არცა ხელიდან გაუგდიათ ის ძველი რიქშა.
მთვარე არ იწყენს, ღამის წყვდიადს ანათებს ისევ
სხივებს აფრქვევენ ვარსკვლავები, ნიშნად ამბორის…
იკმაყოფილებს, კი! ნანახით, სულს მეთავისე,
შედევრს მოისვრის, არ ადარდებს რიდი ავტორის.
ჰეი,შემქმნელო, ამა ქვეყნის,ყოვლად ძლიერო
როდის იქნება განაწილდეს ყველგან კრძალვანი,
ჰო,მწუხარებავ,ახალგაზრდავ,თანაც ხნიერო
გულზე დაცემულ,ყოველ სიტყვას გააქვს ბრაგვანი.
ვერხვებს არყევენ შემოდგომის ცივი ქარები
სცვივათ ფოთლები კვირტობიდან დღემდე ნაზარდი…
თუ გაიაზრე მეთავისევ, ვის ეყვარები?
ნუთუ არ გრთგუნავს დახშულ ფიქრში მარტოს, ნავარდი?
კლდეს მოწყვეტილი, უმოწყალოდ, მიგორავს ლოდი
გზად ჩამოტეხილ, თითო ნაწილს ემშვიდობება,
მუდამ მინდოდა მჩაგვრავ მასებს ჩუმად გავცლოდი
არ შემიწირონ მეც სხვასავით მცირე დოგმებმა.
ანთებულ სანთლის ალს გადარებ სინდის-ნამუსო
საცაა რისხვა ჩაგაქრობს და გაგანადგურებს,
შენ, სიყვარულო, მავანისგან ხშირად ნამუსრო
როგორ ჩაუვლი, მეფიქრება, სიმწრის სადგურებს…
ვით ნიამორის რქებს ეტყობა ცხოვრების კვალი,
ისე ბევრთ, გულში ჩარჩენიათ წარსულის სევდა,
ჩამესო ბევრჯერ მწუხარების ძლიერი ბრჭყალი
მოვიგერიე, რადგან ჟინი სიცოცხლის, სძლევდა
ნესტან ხარებავა
Nasti Nasti
N.kharebava.
@გამორჩეულებში დამატება
























