Diplomatlar Günü’ne ithaf edilen etkinliğe Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze, Meclis Başkanı Şalva Papuaşvili, Tiflis Belediye Başkanı Kakha Kaladze ve yasama ve yürütme organlarının temsilcileriyle birlikte katıldım.

Diplomatları mesleki günlerinden ve Sulkhan-Saba Orbeliani ve Akaki Chkhenkeli bölüm ödüllerini almalarından dolayı tebrik ettim ve sorumlu faaliyetlerinde başarılar diledim.
Konuşmamdaki gibi, bugün, devletler arası ilişkiler küresel olarak giderek yoğunlaşırken, uluslararası arenada ulusal çıkarlarımızı korumada siz diplomatların rolü özellikle büyüktür. Ülkemizin uluslararası arenadaki konumunu koruyan ve güçlendiren sizlersiniz; büyük bir tarihe, kültüre ve geleneklere sahip küçük ama değerli bir ulus olduğumuzu herkese kanıtlıyorsunuz.

Gürcistan’ın çeşitli ülkelerde sizin gibi profesyoneller tarafından temsil edilmesinden gurur duyuyorum!
Konuşmamda, bugün Gürcü diplomatların sesinin uluslararası arenada güçlü bir şekilde duyulması gerektiğini, Gürcistan’ın egemenliğinden ve özgür, demokratik ve barışçıl bir devlette yaşama tercihinden asla vazgeçmeyeceğini vurguladım. Bu görev size emanet edildi ve mesleki standartlara bağlı kalarak görevinizi sadakatle yerine getireceğinize inanıyorum!
დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან , პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი.
დიპლომატებს პროფესიული დღე, ასევე სულხან-საბა ორბელიანისა და აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდოების მიღება მივულოცე და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება ვუსურვე.
როგორც სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, დღეს, როდესაც გლობალურად, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში თქვენი, დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია. სწორედ თქვენ იცავთ და აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე, ყველას უმტკიცებთ რომ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მატარებელი, ღირსეული ერი ვართ.
ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს სწორედ თქვენნაირი პროფესიონალები წარმოადგენენ!
სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი, რომ დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში. ეს მისია სწორედ თქვენ გაკისრიათ და მწამს, რომ პროფესიული სტანდარტების ერთგულებით, პირნათლად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას!























