Zaza Tsurtsumia
დღემდე ‘სტალინის პირადი არქივი” – რუსეთის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივის ფონდი 558 მეტწილად გასაიდუმლოებულია. რამდენიმე უცნობი დოკუმენტი, რომელიც ეხება ი. ჯუღაშვილის სწავლას თბილისის სასულიერო სემინარიაში და მის შემდგომ დამოკიდებულებას მართლმადიდებლობასთან, მოჰყავს მკვლევარ ოლგა ედელმანს თავის ფუნდამენტურ ორნაწილიან კვლევაში Сталин. Биография в документах (1878 – март 1917).
ჩემთვის აღმოჩენა იყო ის დასკვნა, რომელსაც დასაბუთებულად იცავს ოლგა ედელმანი: სტალინს არ დაუტოვებია სასულიერო სემინარია რევოლუციური მოღვაწეობის გამო, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი, არც გარიცხულა სემინარიიდან, არამედ სწავლის მთელი ხუთი წლის განმავლობაში იღებდა სახელმწიფო სტიპენდიას, საკმაოდ კარგადაც სწავლობდა, დაამთავრა გიმნაზიის სრული კურსი, მხოლოდ არ გასულა გამოსაშვებ გამოცდებზე… უკიდურესი ხელმოკლეობის და უსახსრობის მიზეზით! რადგანაც რევოლუციონერებთან კონტაქტების გამო შეუწყდა დაფინანსება! რაზედაც ი. ჯუღაშვილი თვითონაც სწერს სემინარიის ხელმძღვანელობას და ითხოვს დახმარებას სტიპენდიის აღდგენასა და გამოცდების ჩაბარების უფლებას!
კიდევ უფრო საინტერესოა ედელმანის მიერ გასაჯაროვებული მეორე დოკუმენტი, რომელიც ეხება უკვე ცნობილი რევოლუციონერი ლიდერის სტალინის გადასახლების პერიოდს არხანგელსკის მხარეში 1909 წელს. აი ეს დოკუმენტიც:
Иосиф Джугашвили оштрафован на 3 руб. за утерю такой-то книги, за просроченную книгу оштрафован на 50 коп., и так во многих местах. Часто Иосиф Виссарионович пользовался по богословским вопросам библиотекой местного священника Чулкова и бывал в его доме.
РГАСПИ. Ф. 558. Оп. 4. Д. 647. Л. 209–212.
ეს და სხვა უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალები რაც ედელმანის წიგნშია მოყვანილი, მარწმუნებს იმაში, რომ სინამდვილეში ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმაზე, ვინ იყო სოსო ჯუღაშვილი -სტალინი…



























