ნიკო ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის საკითხების“ მე-8 ტომის მე-2 გამოცემა გადმოვიღე თაროდან. კიდევ ერთხელ გადავიკითხე მისი „[შენიშვნები აფხაზეთის ისტორიულ განვითარებაზე]“.
ზურაბ ანჩაბაძესაც საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს, ადრეულ აფხაზებზე საუბრისას ამ ეთნონიმს წინწკლებში იყენებს და ჩანს, რომ მათი არაქართულობა ძალიან ეეჭვება. უფრო მეტიც, შორს არ დგას ინგოროყვასეული ხედვიდან.
ნ. ბერძენიშვილი აფხაზეთს „მეორე ქართლს“ უწოდებს, რომელიც „დედა ქართლისკენ“ მიილტვოდა.
ინგოროყვა გენიალური ფილოლოგი იყო და ისტორიაშიც საკმაოდ საინტერესო გუმანი ჰქონდა. აი, სწორედ, ამ საკითხებს ავსებს ნიკო ბერძენიშვილი ამ ჩანაწერში.
მოკლედ, ამ საკითხს კარგად უნდა გააზრება.
ახლა კი ყველაზე საინტერესო!!!
დამაინტერესა, რა განსხვავებაა 1975 წლის პირველ და 1990 წლის მეორე გამოცემებს შორის.
დასკვნისათვის ილუსტრაციას დახედეთ!!!
როგორც ჩანს, 1990 წლის გამოცემა ის წიგნია, რომელიც 1975 წელს ჩაბარდა რედაქციას: დახედეთ სახელთა საძიებელს და გვერდის ნომერს. ზურაბ ანჩაბაძე, რომელსაც სამართლიანად აკრიტიკებს ნ. ბერძენიშვილი 5 ადგილასაა ნახსენები – 158, 413, 590, 592 და 608-ე გვერდებზე.
ორივე გამოცემის „სახელთა საძიებელი“ ერთსა და იმავე გვერდზე – 679 – ერთსა და იმავეს გვეუბნება.
1990 წლის გამოცემა, რომ გადავშალოთ, მართლაც ვიპოვით დასახელებულ გვერდებზე ზურაბ ანჩაბაძის სახელსა და გვარს.
1975 წლის გამოცემაში კი ზურაბ ანჩაბაძე და ის წინადადებები, სადაც აფხაზი მეცნიერია ნახსენები, ამოშლილია საერთოდ.
მხოლოდ ერთი გვერდი მოვიტანე საილუსტრაციოდ და დახედეთ, რა წინადადება ამოშალა კომუნისტმა ცენზორმა.
მაგრამ ცენზორსა და რედაქტორს დაავიწყდათ და 1975 წლის გამოცემის 679-ე გვერდზე სახელთა საძიებელში ზ. ანჩაბაძე დატოვეს!!!
ვატყობ, ნიკო ბერძენიშვილის გადააზრებაც საჭიროა და აუცილებელი…
მიკვირს, აქამდე რატომ არ შევადარე ეს გამოცემები ერთმანეთს.
ის კომუნისტი ცენზორი, ალბათ, პოლიტკორექტულობიდან ამოდიოდა და „მშვიდობა“ სურდა. მაგრამ, მან დიდი ზიანი მიაყენა იმ პერიოდის ისტორიოგრაფიის განვითარებას და 1992 წელს ომამდეც მიგვიყვანა.
























