…სილუეტები ჩემი ბათუმის
ნისლში ცურავენ ციურ ტივებად,
შენზე ფიქრით ვარ ახლაც გართული…
მითხარი: მართლა მეპატიება?!
ზაურ ბოლქვაძე
Makvala Kharebava: Gürcü heykeltıraş Tamara Kvesitadze tarafından 2010 yılında inşa edilen Ali ve Nino heykeli, Gürcistan’ın Batum kentinde deniz kıyısında yer alarak şehrin simgesi ve büyük sevginin sembolü olarak kabul edilir.
1937’de Viyana’da Kurban Said tarafından yazılan “Ali ve Nino” romanı yayınlanır. 1935 yılında bilinmeyen bir kişinin Viyana’daki bir yayınevine Almanca bir el yazması bırakıp ortadan kaybolduğuna inanılıyor. Daha sonar yazar olarak Kurban Said işaret edildi. Roman 30’dan fazla dilde yayınlandı.
2016’da Azerbaycan ve İngiltere’nin ortaklaşa çektiği “Ali ve Nino” filmi ekrana geldi. Senaryosu Christopher Hampton’a emanet edilen film, İngiliz Azif Kapadia tarafından yönetildi. Filmde ayrıca Halit Ergenç ve Ekin Koç gibi Türk oyuncular da yer aldı.
Tamara Kvesitadze’nin yaptığı büyük aşk anısına Ali ve Nino heykeli, Batum’daki turistler için en ünlü yerdir. Ali ve Nino’nun aşk hikayesi hem iki dini hem de Doğu ve Batı’nın sınırlarını birleştiren bir sanat eseri olarak kabul edilebilir.
„ალი და ნინო“ – ს ქანდაკება – მოძრავი სკულპტურული კომპოზიცია ბათუმის ბულვარში, საქართველოს შავიზღვის კურორტის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.
8 მეტრი სიმაღლის ქალისა და კაცის, ალისა და ნინოს „ჰაეროვანი“ გამჭვირვალე ლითონისაგან დამზადებული ფიგურები, ნელნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად, თანდათანობით კი ერთ მთლიანობად იქცევიან. ეს პროცესი ყოველ 10 წუთში მეორდება.
ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია.
ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანის “ალი და ნინოს” სახელს ატარებს. რომანი „ალი და ნინო“, მოგვითხრობს აზერბაიჯანელი მუსულმანის ალი შირვაშირისა და ქართველი ქრისტიანის ნინო ყიფიანის სიყვარულზე. წიგნში მოთხრობილი მოვლენები ვითარდება კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის დროს.
„ალი და ნინო“ – ს ქანდაკება შეიქმნა 2010 წელს და იგი წარმოადგენს სიყვარულის სიმბოლოს…
2016 წელს გამოვიდა წიგნის ბრიტანულ-აზერბაიჯანული ერთობლივი ეკრანიზაცია ( სცენარისტი: Christopher Hampton’a ), ფილმში თქვენთვის ცნობილი თურქი მსახიობები: ჰალიდ ერგენჩი, ( გახსოვთ , ალბათ ჰურემზე შეყვარებული ფადიშაჰი სულეიმან ქანუნი 🙂 და ექინ ქოჩი ( სულთან აჰმედ I- ის როლში) თამაშობენ…



























