ეს ჩემი პატარა, ყველაზე ტკბილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე მამაცი, ყველაზე ძლიერი საქართველოა, აქ იესოს კვართია, აქ წმინდა ნინოს საფლავია, აქ ღვთისმშობლის კურთხეული მიწაა, აქ ყველაზე ლამაზი, თბილი, ტკბილი და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, აქ ყველაფერი სხვანაირია, აქ მზეც კი სხვაგვარად ანათებს, აქ ცისარტყელის ყველა ფერია, აქ საოცრად მღერიან, აქ საოცრად ცეკვავენ, აქ ვენახს შვილივით ეფერებიან, აქ საოცარი ანბანია მოხატული, აქ ყველაფერი და ყოველი დღე საოცრებაა… გილოცავ ჩემო მარგალიტო საქართველოვ დამოუკიდებლობის დღეს, ხომ იცი ჯერ უფალი მიყვარს, მერე შენ და მერე ჩემი ერთადერთი ბიჭი, გენაცვალოს ჩემი სიცოცხლე ჩვენო ერთადერთო❤️❤️❤️































