ციკლიდან #ლიტერატურული_ექო
შეგეწიოთ
ვირის წიხლი,
თითქოს წამოგითაქეს,
ვინღა არჩევს წიგნს კითხულობთ,
თუ შეთითხნილ ქითაბებს …
კირითხურო
აგებს ტაძარს,
მინარეთსაც მეჩეთის,
რა აზრი აქვს თავთხელა ხარ
თუ საფრთხილო მეჩეჩი?
თუ არ იცი
ვინ იწამო,
ვის ეწამო-მით უფრო,
მაშინ თვითონ აგინებენ
სათავისო საუფლოს…
თუკი, შენთვის არ აქვს აზრი,
თაფლს ანთებ თუ პარაფინს,
მაშინ შენთან საუბარი,
შენთან ჯახიც არა ღირს…
შეგეწიოთ ვირის წიხლი,
საღვთო ჯორის ხატებად,
მთავარია, ამ ვირს ზურგზე
კიდევ ვინ მოახტება…
































