ქართული ამბების პორტალი – Gürcü Haber Portalı
GÜRCİSTAN’DA ELEKTRİK VE DOĞALGAZA FATURA KALKTI!..
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება
Gürcistan Başbakanı Giorgi Gakharia yaptığı açıklamada, hükümetin 200 kilowatt’tan az elektrik ve 200 metreküpten az doğal gaz tüketen vatandaşların faturalarının üç ay boyunca ücretsiz olacağını açıkladı.
Açıklamaya göre karar, temizlik ve su faturalarını da içeriyor.
Başbakan, işini kaybeden her vatandaşa yardım etmek gerektiğini bildiklerini ve yardımlar için özel düzenlemeler yapacaklarını ifade etti.https://www.facebook.com/mustafakemal.yuksel.5/videos/10223563183774657/?t=24
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.
„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Youtube.com/c/AjansGürcü
Facebook.com/AjansGürcü
Insragram.com/AjansGurcu
Twitter.com/AjansGurcu



























