დღეს მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურა, სოციალური მეცნიერებანი, განათლება“, მიძღვნილი აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის 160 წლისთავისადმი, წავიკითხე მოხსენება „ისტორიოგრაფიული კვლევების ძირითადი ტენდენციები ოკუპირებულ აფხაზეთში (ჟურნალ „აბხაზოვედენიეს“ (ისტორიის სერია) მიხედვით)“.
ჰო, ამა წლის აგვისტოს ერთმა ჩვენმა კოლეგამ იკითხა, მიჩვენეთ ერთი დოკუმენტი, რომელიც წარმოაჩენს რომ მიხეილ შარვაშიძე ქართულად წერდაო. Tea Kartvelishvili-მა იპოვა წერილი, რომელსაც ამ 67 წლის წინ მიხეილ შარვაშიძის ქართულენოვანი წერილების გამომქვეყნებელი შალვა ჩხეტია არ იცნობდა.
იმ პოსტში, რომელმაც ქართველი „ლიბერალების“ აღფრთოვანება გამოიწვია, ავტორი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში ქართული სამღვდელოება შოვინისტურ პოლიტიკას ეწეოდა. პროფესორმა Jemal Gamakharia-მ მამა (მოგვიანებით, მეუფე) ალექსანდრე ოქროპირიძის მოღვაწეობის მაგალითზე გვიჩვენა მამობრივი ზრუნვა აფსუა მოსახლეობისადმი. მის მიერ დაარსებულ აფხაზეთის პირველ სასულიერო სასწავლებელში აფხაზურ ენას ასწავლიდნენ. ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როცა ამოქმედდა საგანი „აფხაზური ენა“. მისი ინიციატორი „შოვინისტი“ ქართველი მღვდელი იყო.



























