იზმირის ემიგრანტების საყურადღებოდ! გთხოვთ გააზიაროთ!
ამა წლის 24-25 დეკემბერს ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს ახალი კალენდრით.
საშობაო წირვას სმირნას საეპარქიოს ეპისკოპოსი აღასრულებს იზმირის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში
საშობაო ღმრთისმსახურების განრიგი ასეთია:
24 დეკემბერი, კვირადღეს 09.00-ზე დილის საღმრთო ლიტურგია ( წირვა )
24 დეკემბერი, კვირას, საღამოს 20.30-დან – 25 დეკემბერი, ღამე 00.30 -მდე სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია
26 დეკემბერს, სამშაბათს 09.00 ზე დილის საღმრთო ლიტურგია ღვთისმშობლის მოსახსენიებლად
31 დეკემბერს, კვირადღეს, დილის საღმრთო ლიტურგია 09.00- ზე და საღამოს საღმრთო ლიტურგია 18.00-ზე ნათლისღება ( ახალი კალენდრით)
ეკლესიის მისამართია: İZMİR PANAYİA (Meryem Ana)Rum Ortodoks Kilisesi. Akdeniz, Halit Ziya Blv. No: 64
ადვილად რომ მიაგნოთ: Swissôtel Büyük Efes და Hilton სასტუმროებს შორის არის გზაჯვარედინი, შუქნიშნებთან რომ დადგებით, დაინახავთ ტაძარს ( ფოტოს ვაქვეყნებ). გემით ვინც მოდის, ჩამოვიდეს სადგურზე: PASAPORT და გზა გააგრძელოს ზემოთ დასახელებული სასტუმროების მიმართულებით…
გააზიარეთ, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა!































