პატიმრის ერთი ფანჯარა
მეხუთე ნაწილი
გემის ჰერმენტულად დახურულ ფანჯარაში, კუნძულ პროჩიდას გასაოცარი სილამაზე შემოიჭრა, რომელიც ნიკონის ფირმის ფოტოაპარატს არ გამოპარვია. სანაპიროს მძივივით აუსხამს მკვრივი ფერების სახლები. ამ საოცარ სივრცეში შეჭრილმა ნანომ, ღიმილმორეულმა გაიფიქრა, ეს სილამაზეზე მეტია. ჰაერში, ლიმნის ხეებისა და ხმელთაშუაზღვისპირა მცენარეების არომატი, დამათრობლად ტრიალებს. ხასხასა მწვანე ბალახისა და ზღვის ფირუზის შერწყმა, ყურეები, მხატვრული პეიზაჯები, გემების და იახტების გარშემო მოფარფატე თოლიები, კუნძულს კიდევ უფრო ზღაპრულს ხდის. ყველა მახასიათებლებს შორის, გამოსარჩევია ისტორიები თავისი სიძველეებით.
ქუჩები ყვავილებადაა დაცლილი. თიხის ნამუშევრებს, ნახატებს, სამოსს, ხელნაკეთ სამკაულებს და სუვენირებს, კუნძულის ტრადიციული, სახასიათო იერსახე ატყვია. მიდიხარ და არ იცი, რომელ ქუჩას გაედევნო. კუნძულის მთავარ სიმბოლოდ მიჩნეულია, მე-14 საუკუნის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სააბატო, არქიტექტურული დიდი ღირებულებებით და მდიდარი ინტერიერით. ნანო თვალს ვერ აშორებს, ლუკა ჯორდანოს მე-17 საუკუნეში დახატულ ნახატებს, რომელთა შორის ყველაზე საინტერესო ნახატია, მთავარანგელოზის ბრძოლა ლუციფერთან, რომელიც ჭერშია ჩაშენებული. იტალია, ხომ მუზების და სასწაულების ქვეყანაა.
ტოლედოს ქუჩის ერთ ლამაზ სახლს, დიდი ასოებით აწერია ,, ლუიჯი ნაპპა. სამხატვრო სალონი“. ნანო, დანახვისთანავე ზღაპრულმა გარემომ ისე მოაჯადოვა, არ იცის, საიდან დაიწყოს ამ სასწაულების აღქმა და მშვიდად მოავლო თვალი. პირველი, რასაც ყველაზე სწრაფად ამჩნევს ესაა, დიდი ზომის ნახატები წითელსა და ცეცხლისფერში, ლურჯსა და ცისფერში, რასაც მოჰყვება საშუალო და პატარა ზომის ნახატები. ასეთივე დიდი ზომის ესკიზები. განახლებული ძველი ავეჯისგან შექმნილი და მოხატული ცალკეული კუთხეები. შემოქმედება კერამიკასთან ერთად, ამ საოცარი სალონის, კიდევ სხვა დატვირთვაა. ყველაფერს ამას, თავისი შინაარსი და წარმომავლობა აქვს. დამთვარიელებლები, როგორც ჩანს, ადგილობრივები არ უნდა იყვნენ. თვალი შეაჩვია ამდენ საოცარ ფერს და დარბაზის სიღრმეში, მოლბერტთან ხედავს საშუალო ტანის, ქერა, ოთხმოც წელს მიღწეულ მამაკაცს, რომელიც ნახატზე მუშაობს. ეს, თავად პროჩიდანელი ლუიჯი ნაპა აღმოჩნდა, რომელსაც არგენტინაში უცხოვრია, ზაფხულობით ბრუნდება მშობლიურ კუნძულზე და თავის სალონში აგრძელებს მუშაობას. მოხუცის თვალებში ჩანდა შემოქმედი ადამიანისთვის დამახასიათებელი, მზით გაჩახჩახებული სამყარო. ნანოს წარმომავლობამ დააინტერესა. არგენტინაში, ქართველი მეგობარი გარდაცვლია და ახლა უხაროდა, მის წინ ქართველი რომ იდგა და ამაყობდა რომ საქართველოზე ბევრი სმენია. ნანოს, როგორც მათ კუნძულზე პირველად მოხვედრილს, უყვება პროჩიდას ისტორიას, რომ კუნძული ყოველთვის თავშესაფარი ყოფილა ინტელექტუალებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც არ სურდათ აღიარება. ეს იყო, სცენა ,,დეკამერონი“-დან, ალფონსო დე ლამარტინის რომანის ,,გრაციელა“. ეს არის, იზოლირებული, ტრადიციების კუნძული, სადაც ათი ათასიმოსახლეა. პროჩიდას, როგორც დამოუკიდებელს, ყოველთვის აქვს გარე სამყაროს აღქმა.ეს კუნძული გასაოცარია, რომ არ იცი რას ეძებ და საბოლოვოდ იპოვი.
დამშვიდობებისას, კერამიკის ულამაზეს თეფშს ჩუქნის, რომელზეც გამოსახულია, მეთევზეები თევზით სავე ბადით, რომელსაც ამშვენებს წარწერა, ,,პროჩიდა“.
ნანო მიუყვება ტურისტებით სავსე განიერ აღმართს და ხედავს, ზღვის ნაპირი ნელა-ნელა დაბლა რჩება. მის ხედვაში,თანდათან პატარავდებიან გემები, იახტები, ნავები. აქედან, კუნძულის საოცარი სილამაზე იშლება. ეს პროჩიდას ყველაზე მაღალი ადგილია. წინაა ცამდე აზიდული ,,ტერა მურატას“ ციხე 700-იანი წლებიდან. მარჯვნივ მოჩანს კუნძული ვივარა.
ტერა მურატას ისტორიულ ცენტრში, რესტორანი ,,ტოლედო“, თითქოს ზედ ზღვის ტალღებზე აუგიათო. მის ღია აივანზე მოხვედრისას, წარწერა თავლში მოსახვედრად კიდია ,, ჩვენ ვჭამთ გულიან სტარტერებს, ბევრ თევზს და მივდივართ იქ, სადაც ვართ“. თავისუფალ მაგიდასთან მოთავსდა და რესტორნის მენიუდან, სხვადასხვა სახის თევზით მომზადებული ,,პარანცა“ შეუკვეთა.
ნანოს მათი დანახვისას, თვალები უბრწყინავს და შინაგან სიხარულს გრძნობს. თუმცა, ასაკობრივი განსხვავება, ძალიან დიდ რიდს და თავმდაბლობას უჩენს. თავადვე უკვირს, მესამე შეხვედრისას ასეთი დიდი ემოცია. ქვეცნობიერი ასე გრძნობს და ამას, ახლა, მე ვერ გავიგებ – გაიფიქრა.ქალბატონ შარლოტა ბომონტს და ბატონ ენცოს, ოვაციები აღმოხდათ ნანოს დანახვისას. ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს საკრალური დღეა და უნდა ჩაუთქვან სურვილები.
მოწამეთა მოედნის გვერდით მდებარეობს, სანტა მარია დელე გრაციეს ქანდაკება, რომელიც ბაროკოს სტილშია და ყველას გაოცებას იწვევს. აქვეა მოწყობილი, ფართო პანორამული ტერასები. კუნძულის სილამაზით მოხიბლული ქალბატონი შარლოტა, ნანოსთან ერთად მხიარულ ფოტოებს იღებს და აღფრთოვანებული ესაუბრება ეპომეოს მთაზე მდებარე ზღაპრულ კასამიჩოლაზე.

La autore: #EkaOtarashvili






















