Tea Tetradze:
ერი არ მოკვდება, თუ თავს არ მოიკლავს!
საქართველო, რომ უმდიდრესი ქვეყანაა ვშიშობ არ იცით მანდ მდგომმა ხალხმა, თორემ ვინც ეს სცენარი მოაწყო იმათმა ყველაფერი მშვენივრად იციან, რადგან არც ერთი სტრატეგიული ობიექტი აღარ ეკუთვნის საქართველოს! ედიკამ და მისმა გამოზრდილებმა გაყიდეს, გაანადგურეს და გააჩანაგეს მთელი ეროვნული სიმდიდრე! აბსოლუტურად ყველა საბადო ოქროს, მარგანეცის, ქვანახშირის, ნავთობის, გაზის, მინერალური წყლების და სხვა საბადოები, პორტები, აეროპორტები, მთელი ელექტროსისტემა, ქარხნები, ფაბრიკები, ტყეები, მიწის სავარგულები, მდინარეები თავის ხეობებიანად და სხვა… მიყიდეს ძირითადად რუსეთს, ამ სიმდიდრით ჩვენ შეგვეძლო დღეს საუკეთესო,ეკონომიურად ძლიერი ქვეყანა ვყოფილიყავით და სწორედ ამიტომ მოკლეს ჯერ კოსტავა და ზურა ჭავჭავაძე და მერე ქართველი ხალხის არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, აღარ ვიცი როგორ ავხსნა ეს ყველაფერი, რომ მიგახვედროთ,ვის გვერდით დგახართ, ეხლა, რომ პატრიოტული ლოზუნგებით გამოდიან და გაბოლებენ,იმ ხალხის შვილები და შვილიშვილები არიან, რომლებმაც 1991 წელს ჯაბას, კიტოვანს, სიგუას დაუჭირეს მხარი და დაამხეს ქართული ხელისუფლება, ყველა სიმდიდრე ხომ გავყიდეთ და ახლა იდენტობას, კულტურას, რწმენას და იმ ფასეულობებს ვანგრევთ რითიც აქამდე მოვედით, რა ხდება ერო? თვითმკვლელობა გადავწყვიტეთ? 😥





























