
Tea Tetradze
ომს არ დაგაწყებინებთ!
არავის გამო!
რასაც ვუყურებ მართლა შოკში ვარ, ესენი ჩვენ თაობას გვეძახიან მონებს? ერთი ორი მუშტი მოხვდათ და პანიკაში არიან, ძალადობენო, შვილო რუსულ ტანკებს ვედექით წინ და ავტომატი გვქონია შუბლზე მოდებული და მაშინ არ ჩაგვისვრია ასე, 1991 ში ზვიადს ვიცავდით, მართლა ქართულ ხელისუფლებას, ეხლა ვის დაკვეთასაც ასრულებთ მაგათი წინამორბედებისგან, ჩვენ მართლა სამშობლოს ვიცავდით და მართლა რუსებს ვუპირისპირდებოდით, ჩვენი წინა თაობა გაგანია კომუნისტების დროს მაინც ახერხებდნენ საქართველოსთვის ქართული საქმის გაკეთებას, თქვენ რას იცავთ, ვისგან იცავთ და ვის იცავთ საქართველოს მტრების ფულებს? რა გახდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება არ გიფიქრიათ ამაზე? თუ კარგ საქმეს აკეთებენ რა აქვთ დასამალი? რამ დაგიხშოთ ასე გონება, ვინ გამოგირეცხათ ტვინი ასე? ვინ გიყენებთ გადახედეთ და მიხვდებით, რომ ჩვენ კი არა თქვენ მიგვათრევთ რუსეთშიც და ბახმუტშიც😡























