Kakaha Kvashilava
ამდენი წელია, ლექციებს ვკითხულობ და არასდროს ყოფილა, პირდაპირი მნიშვნელობით, სალექციო კურსი გემრიელად შეგვეჭამა.
ჩემმა გორელმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – Gori State University სტუდენტებმა აი, ასეთი მოულოდნელი, სასიამოვნო და უგემრიელესი სიურპრიზი მომიწყვეს.
სტუდენტი წამოდგა და ერთი კითხვა უნდა დაგისვათო. მეკითხება: “აბა, რა არის ის, რაც გარეთაც თეთრია, შიგნითაც თეთრია, მაგრამ შიგ რაცაა, ჩვენთვის ძვირფასია?”
დავიწყე ფიქრი. ვხედავ ბავშვები შემომცქერიან, ვუპასუხებ თუ არა. მივხვდი, რომ პასუხი იციან, მე კი არ ვიცი და დავნებდი.
პასუხად კარი გააღო კითხვის ავტორმა და დანარჩენი ჯგუფიც შემოვიდა ამ ტორტთან ერთად.
აი, ასე, საგანმანათლებლო პროცესით და პირდაპირი მნიშვნელობითაც, სალექციო კურსი გემრიელად დავაგემოვნეთ.
უღრმესი მადლობა ამ კეთილ, მშვენიერ, ნიჭიერიდა გონიერ ჩემს ბავშვებს ასეთი სიურპრიზისთვის და შეხვედრის გალამაზებისთვის ❤️❤️❤️😊. მართლაც დაუვიწყარი ემოციებით ვარ აღვსილი.
































