
ივლისის თვიდან,პორტალის ჯგუფთან ერთად ვიწყებ ახალი ამბების მიწოდებას ინტერნეტ მომხმარებელისათვის.
იმედია,ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება.
მანამდე კი გაგეცნობით.
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი-დავიბადე კახეთის ულამაზეს სოფელ წინანდალში.დავამთავრე წინანდლის საშუალო სკოლა,შემდეგ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორია-სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი,თუმცა მოღვაწეობა ჟურნალისტიკის სფეროში მომიწია.ვმუშაობდი კახეთის რეგიონის წამყვან გაზეთებში,ადგილობრივ ტელევიზიაში,ცენტრალური ტელევიზიის რეგიონის კორესპონდეტად.ასევე სტატიებს ვაქვეყნებდი ცენტრალური პრესის ჟურნალ-გაზეთებში.
2008 წლიდან,ქორწინების შემდეგ,დღემდე თურქეთის რესპუბლიკაში ვცხოვრობ.ბევრი ბარიერის გადალახვა მომიხდა,მათ შორის ენობრივის, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.თურქეთი უცხოეთის მოქალაქეებს აძლევს შანსს ენის უფასოდ შესასწავლად.მეც მათ შორის შევუდექი თურქული ენის სწავლას.ამან უფრო გამიადვილა და საინტერესო გახადა აქ ცხოვრება.
საინფორმაციო პორტალის მომხმარებელს,მკითხველს შეეძლება მოიპოვოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობის ნებისმიერი სფეროში.ამ საქმეში კი მე ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან.
პატივისცემით ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი:
Gürcü Haber
Veriko Chichiashvili Çelik arkadaşımıza hoş geldiniz diyoruz.
Kendisi, muhabir ve yazarlar kadrosunda artık!
Kakheti / Tsinandali doğumlu. Tsinandali Lisesini bitirdi.
Daha sonra, Telavi Devlet Üniversitesi Tarih ve Hukuk Fakültesi’nden mezun oldu, fakat gazetecilik yapmaya başladı. Kakheti bölgesinin önde gelen gazetelerinde, yerel televizyonda, muhabir olarak çalıştı. Ayrıca Central Press dergilerinde ve gazetelerinde makaleleri yayınlandı.
2008 yılında evlendi ve o zamandan beri Türkiye’de!
Veriko Chichiashvili Çelik, üç yıl öncesine kadar İstanbul da ikamet ediyor ve zaman zaman Gürcü Kültür Merkezi Derneği etkinliklerine katılıyordu. Evli ve bir çocuk annesi olan Veriko, ailesi ile birlikte artık Yalova da yaşıyor.
Kendisine tekrar aramıza hoş geldiniz diyoruz.





























