Dağlık Acara’da ”açık müze” Kapnistavi turist yolu,değirmenler veşarap mahseni!
GH: Batum’a 26 kilometre uzaklıktaki Kapnistavi köyü, şelaleler, açık hava müzesi, eski değirmenler ve doğanın içinde güzel bir yürüyüş parkuru ile öne çıkan Mtianachara’ya yeni bir turist parkuru daha eklendi. Kapnistavisturist yönünün işaretlenmesi bu yıl Acara Turizm Dairesi Turizm Ürünleri Geliştirme Ajansı tarafından gerçekleştirildi ve turist parkurunda küçük bir piknik alanı tamamladı.
Kapnistavi turist rotası üzerinde, çok sayıda ev sergisinin sergilendiği köyün merkezinde yöre halkı tarafından düzenlenen bir açık hava müzesinde ziyaretçiler bölgenin yaşamı ve geleneklerini tanıyabilir. Ayrıca köyde yerel şarapları ve yemekleri tadabileceğiniz bir aile şarap mahzeni bulunmaktadır. Köydeki yöre halkı tarafından küçük bir turizm altyapısı oluşturulmuştur.
Bu yıl, Acara Turizm Dairesi Turizm Ürünlerini Geliştirme Ajansı, Kapnistavi turist parkuruna ek olarak iki yeni turistik destinasyonun işaretlenmesini sağladı. Kobuleti ve Shuakhevi’yi (Kintirishi-Jvarismindori) birbirine bağlayan macera turist parkuru ile Mtianachara’daki turist yolunu birbirine bağlayan Ghorjomi-Bakhmaro’nun işaretlenmesi yaz sonunda tamamlandı.

ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი – მთიან აჭარას კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა
მთიანაჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა – სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ღია მუზეუმით, ძველი წიქვილებითა და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით. კაპნისთავისტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.
კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ყოფასა და ტრადიციებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის ცენტრში მოწყობილ ღია მუზეუმში გაეცნონ, რომელშიც დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ექსპონატებია გამოფენილი. გარდა ამისა, სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო ღვინის მარანი, სადაც ადგილობრივი სახეობის ღვინისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. სოფელში ადგილობრივების მიერ შექმნილია მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც.
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გარდა კაპნისთავის ტურისტული ბილიკისა ორი ახალი ტურისტული მიმართულების მარკირება უზრუნველყო. ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული ბილიკისა (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროსდამაკავშირებელი ტურისტული ბილიკის მარკირება მთიანაჭარაში ზაფხულის დასასრულს განხორციელდა.



























