- ნათია სიხარულიძე:
გალაკტიონის თვითმკვლელობაზე საუბრისას არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: - საავადმყოფოში ათ საათზე მიიყვანეს და პირველ საათზე ორსაწოლიან პალატაში, მესამე საწოლი ჩაუდგეს დამატებით, რის გამოც ერთ-ერთი ავადმყოფის ცოლმა პროტესტი გამოთქვა: შეგვავიწროვესო.
გალაკტიონმა შევიწროვებულები დაამშვიდა: პალატიდან გამოვიდა და უკან აღარ შებრუნებულა:
შემდეგი ოთხი საათი დერეფანში გაატარა.
იმჟამად პალატა-ლუქსში იმყოფებოდა ცენტრალური უნივერმაღის დირექტორი, რომელიც იმ ღამესვე სასწრაფოდ გაწერეს საავადმყოფოდან(!). ნახევარლუქსებიც დაკავებული აღმოჩნდა თუ ვერ გაიმეტეს…
იქნებ უბრალო შეკითხვას ან შეხმიანებას გამოეფხიზლებინა?!
ტრაგედია ექვსზე მოხდა (უფრო ზუსტად – ექვსს ათი აკლდა).
ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს იყო: პროტესტი! პროტესტი ყველასადმი, ყველაფრისადმი, ყველაფრისათვის!
/ვახტანგ ჯავახაძე. უცნობი. 2013/


































