Acun Ilıcalı’nın satın aldığı İngiliz takımı Hull City’nin başına geçen Gürcü teknik direktör Şota Arveladze, amaçlarının Premier Lig’e dönebilecek bir takım oluşturarak taraftarların gurur duyacağı bir takım haline gelmek istediklerini söyledi.
Şota Arveladze ‘nin açıklamaları şöyle:
“Hull City’ye katıldığım için mutluyum . Sayın Acun Ilıcalı’ya desteğinden dolayı teşekkür ederim . Bu, uzun zamandır kariyer hedefleri listemde olan bir şey, kariyerimdeki en önemli adımlardan biri.
Hedefimiz elbette kısa vadede ilerlemek. Futbolda çalışan herkesin İngiltere’de olmak istediğine inanıyorum ve ben çok mutluyum ve ailem benimle gurur duyuyor. Çok motiveyim ve bu kulübün bu oyuncularla başarılı olabileceğini, sahip olduğumuz genç yeteneklerle kaliteyi artırabileceğini göstermek istiyorum .
Çok yaratıcıyız, bazı alanlarda yetenekliyiz, bazılarından deneyimliyiz.
İyi ve hücum futbolu göstermeye çalışacağız.Ana hedef her zaman zafer olacaktır. İnsanlar gelip kulübe ve sevdikleri oyınculara tezahürat yapmalı. Çok iyi oyuncularımız var ve onları keyifle izliyoruz. Birlikte yapalım, birlikte sevinelim ve birlikte kazanalım”
Youtube.com/c/AjansGürcü შეუკვეთეთ გვერდი! abone olun!
შოთა არველაძის გამონათქვამები:
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა“, – ეს იყო შოთა არველაძის პირველი სიტყვები, როდესაც „ჰალ სიტიში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი „ჰალ სიტის“. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ აკუნ ილაჯალის მხარდაჭერისთვის. ეს არის ის, რაც უკვე დიდი ხანია ჩემი კარიერული მიზნების სიაში იყო – ეს არის ნაბიჯი, რომელიც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში.
ჩვენი ამბიცია, რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივაში წინსვლაა. უნდა შევქმნათ გუნდი, რომელსაც შეუძლია პრემიერ ლიგაში დაბრუნება. გვინდა ავაშენოთ გუნდი, რომლითაც გულშემატკივრები იამაყებენ.
მჯერა, რომ ყველას, ვინც ფეხბურთში მუშაობს, სურს ინგლისში ყოფნა და მე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი ოჯახი ამაყობს ჩემით. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა ვაჩვენო, რომ ამ კლუბს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ამ ბიჭებთან ერთად, ხარისხი გაზარდოს იმ ახალგაზრდა ტალანტებით, რომელიც ჩვენ გვყავს.
ჩვენ რაღაც ნაწილში ვართ ძალიან კრეატიულები, ნიჭიერები, ნაწილი – გამოცდილია და ეს კარგი ნაზავია. ძალიან კარგია, რომ „სუონსი სიტისთან“ თამაში მალე გაიმართება. მე მოუთმენლად ველი გულშემატკივრებთან შეხვედრას. ჩვენ ვეცდებით ვაჩვენოთ მართლაც კარგი და შემტევი ფეხბურთი.
მთავარი მიზანი ყოველთვის გამარჯვება იქნება. ხალხი უნდა მოვიდეს და უგულშემატკივრონ იმ კლუბს და ბიჭებს, რომელიც უყვართ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები და მათ სიამოვნებით ვუყურებთ. მოდით ეს ერთად გავაკეთოთ, ერთად ვიხალისოთ და ერთად გავიმარჯვოთ“.
































