გაქრა გაგრა და აფხაზეთი,
რიგში – ბუჩა და ირპენია,
მტერმა რუკაზეც გადახაზა,
შენ რომ ყრმობაში გირბენია.
ქუჩებში,ბევრი უასაკოც,
ჰყრია დაჩეხილ-დასერილი;
ესეც რუსული კლასიკაა,
ხიშტით და სისხლით დაწერილი.
როგორც მასალა,კლასგარეშე,
არდადეგებზე საკითხავი…
ვკითხავ,მათ მფარველ ანგელოზებს –
,,როცა გიხმობდნენ,სად იყავით?!”
,,დრაკონის მკვლელიც დრაკონია”,
ეს – არწივით და ის – სვასტიკით…
ეშმაც არაა გონებაზე
რუსი სალდატის სისასტიკით!..
ვ.ღლონტი(ციკლიდან ,,წამოკრულები”)
05.04.2022.
























