სხვა გზა,უბრალოდ,არცაა…

სხვა გზა,უბრალოდ,არცაა…
,,საიდან დავიწყო?!’’- მერამდენედ ვეკითხები საკუთარ
თავს…საიდან და ბოლოდან,ანუ რა მოცემულობაც გვაქვს
დღეს…ნეკროლოგებიც მხოლოდ ცოცხალთათვის იწერება
თურმე,- გვიან მივხვდი ამას…ყველაზე მთავარი მაინც შენი
და ზურას სიყვარული იყო;რას ჰქვია ,,იყო’’,- არის და იქნება,ვიდრე ივლის შენგან ქვრივი და ყველაზე მეტად
შენი (პერსონალური) პოეტი,პატრონი და მსახური შენი,
როგორც ცოცხალი მაგალითი და სახე გაუბზარავი და
შეურყეველი ერთგულებისა!
მწარე მეტი იყო თუ ტკბილი?!- არც ესაა საპასუხოდ იოლი!
ქირითა და სხვა გაჭირვებებით დაღლილებმა სადღაც
ერთი უპატრონო ოთახი აღმოაჩინეს და ერთი პატარა
შვილითა და მეორეზე მოლოდინით(ჟუკა ფეხმძიმედ იყო მაშინ),თავისიმცირე ბარგით შესახლდნენ იქ…ასე ადვი-
ლად არ იძლეოდნენ ბინებს მაშინ,მითუფრო იმ პოეტებზე
,ვისაც მართალი სიტყვა პირად კეთილდღეობაზე მეტად
უღირდათ…არ დამავიწყდება გამოსასახლებლად მოსულ
მილიციელთაგან ერთერთი როგორ დაიძრა ფეხმძიმე
პოეტი ქალისკენ და როცა წინ გადავუდექი,როგორ მეცა
ყელში და ვეცი მეც…შემთხვევით ვიღაც მადლიანმა გვიშველა და გაგვაშველა, ფორმიანზე ხელით შეხება
ხომ ყველაზე სასტიკად ისჯებოდა მაშინ…
მერე იყო უამრავი სადღეგრძელო, ლექსი და სიმღერა გიტარისა და ფანდურის თანხლებით,რომელიც ლექსზე არანაკლებად მიეცა ღმერთს ჟუჟუნასთვის.აქ ხშირად
იყვნენ მისი უმცროსი დები და ახლობლები,რომელთაც
სწორედ ჟუჟუნამ გაუკვალა გზა ზურასთან ერთად…
ლამის ყველა თვეში ახალ პოეტს აღმოაჩენდა ხოლმე და
იხვეწებოდა -მოუსმინეთ,ნახეთ რა ნიჭიერიაო,- ეს იყო
მისი მთავარი ადამიანური თვისება და რა როგორ დაუფასდა სხვა დროს და სხვა საუბრის თემა იყოს იქნება…
მასთან (სახლში ) ბევრმა პირველად ნახეს ერთმანეთი და
მერე თავიანთი ბედი სამუდამოდ დაუკავშირეს ერთმა-
ნეთს…ეს ოჯახი ერთგვარი პოეზიის სალონიც იყო და სამშობლოზე გულანთებულ კაცთა თავშესაფარიც…იყო დაუღლელი და მჩქეფარე წლები (ხან მიტინგებზე და ხან სცენებზე) – ლექსებითა და მამულიშვილური მოწოდებე-
ბით…ახლაც ზეპირად მახსოვს ყველაზე ადრინდელი სტრიქონებიც კი, უსუფთავესი ხმის,პატარა წყავროკელი გოგოსი,ფრიდონ ხალვაშის წარდგინებით,რომელიც
გზადაგზა იზრდებოდა ნაკადულიდან მდინარემდე და
ბოლოს თავის ორიგინალურ ლექსებთან ერთად მარინა ცვეტაევას საოცარი თარგმანებით დაგვირგვინდა…
უმძიმესი დრო გამოვიარეთ,ლამის აპოკალიფსურიც კი და,მზესთან ერთად,ცხოვრებაში თუ ადამიანურ ურთი
ერთობაში,წვიმაც ყოფილა და თოვლიც, – პოეტს ხომ
საკუთარი ჩრდილიც ერჩის ხანდახან…
არამკითხეთა გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ ,,წუთისოფელი ეშმაკისაა’’,რომელიც ყველაზე ლამაზ
და მტკიცე კედელშიც კი ბზარებს დაეძებს,რათა თავისი ჭინკები ჩასხას შიგნით,რღვევა და ნგრევა გარდაუვალი რომ გახადონ…ხომ გინახავთ ნანგრევები,რომლის დიდე
ბულება ბევრად აღემატება სახელდახელოდ თუ ხელოვ
ნურად აგებულ თუ შეკოწიწებულ ახალ შენობათა მნიშვ
ნელობასა და სიმაღლეს…დიახ,ღმერთის ნადგომზე ეშმა
დიდხანს ვერ ჩერდება და ფეხს ვერ იკიდებს…
ამ ქვეყნიდან ყველა გულნატკენი მიდის,პოეტი კი ყველა
ზე მეტად…ყველას თავისი მიეცემა და ისე,რომ ჩვენ არავინ
არაფერს გვკითხავს, სწორედ სიკვდილია საბოლოო ნორმების დამდგენი…
მიდიხარ,მაგრამ ასე იოლიად სად და როგორ წახვალ…შენ შენმა ლექსებმა დაგაბეს აქ,შენმა ნაღვაწმა და გულიდან გაღებულმა…
მე კი ახლაც იქ ვარ,შენს პირველ ნაქირავებ ბინაში,შენს დებთან და ჩვენს საერთო ძმებთან და მეგობრებთან
(მკვდრებთან და ცოცხლებთან) ერთად,ჩვენი გზის
დასაწყისში,ასაღები გვაქვს პარნასი და სამშობლო
მტრის ხელიდან გამოსაგლეჯი…
ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ,სხვა გზა უბრალოდ არცაა!!!
ვახტანგ ღლონტი
19 სექტემბერი 2022 წელი
ბათუმი

























