
Gürcistan Kadınlar Konseyi Coronavirus salgınında görev alan Doktorlara teşekkür plaketi verdi.
საქართველოს ქალთა საბჭომ , კორონა ვირუსთან ბრძოლაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის ქართველ მედიკოსებს სამადლობელი სიგელები გადასცა!

საქართველოს ქალთა საბჭო, რომლის მოღვაწეობა 1921 წლიდან იღებს სათავეს, თავისი გამოცდილებით ერთ-ერთი ქალთა ორგანიზაციაა რომელმაც დროისა და მოთხოვნათა შესაბამისად უდიდესი გამოცდილება შეიძინა.

ვცდილობთ არ დაიკარგოს დიდი წვლილი ადამიანებისა , რომლებმაც გამოცდილება დაგვიტოვეს, გამოცდილება , რომელიც დღესაც ეხმარება საზოგადოებას სასიკეთოდ … ეს არის ადამიანების სიყვარული, სიკეთე და რწმენა…ჩვენ გვწამს რომ იმ სასიქადულო , მისაბაძი ადამიანების თავდადებით ადამიანთა შორის სიყვარული და ნორმალური – ჯანსაღი, ურთიერთობები გაიმარჯვებს… წელში გაიმართება ქვეყანაც , მოგვარდება ბევრი საჭირბოროტო საკითხი .

დამარცხდება ეპანდემიაც და ისტერიაც .
ქვეყანა კი კვლავ ნორმალური განვითარების რიტმში ჩადგება.

























