.საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ,სადაც გლეხსაც კი ჰქონდა გვარი. მთელს მსოფლიოში გვარი მხოლოდ საზოგადოების ზედა ფენების პრივილეგია იყო … ევროპასა და რუსეთში რევოლუციების შემდეგ მიიღეს გვარი დაბალი ფენის წარმომადგენლებმა.. ეს რას ნიშნავს–ჩვენთან პიროვნება, ინდივიდი თავისი ღირსებითა და პიროვნული მონაცემებით იდგა ცნობიერების ცენტრში. ასე რომ, ჩვენ ძალიან სპეციფიკური კულტურა გვაქვს–პირდაპირი პარალელების გავლება დასავლურ სოციალურ-პოლიტიკურ წყობასთან არ არის სწორი და მართებული… საქართველოში ურთიერთპატივისცემასა და დაფასებაზე იყო აგებული ურთიერთობა როგორც თაობებს,
ასევე საზოგადოების მაღალ და დაბალ ფენებს შორის. ადამიანის ღირსების შელახვა, დამცირება, წამება მიუღებელი იყო მაღალი წოდების ადამიანისთვის და თუ ის ასე მოიქცეოდა, ის მაშინ თავად შეურაცხყოფდა თავის თავს და გვარს. ქართველი კეთილშობილი რაინდი ულმობელი იყო მტრის მიმართ,მაგრამ მასზე სოციალურად დაბლა მდგომ ადამიანს თუ დაამცირებდა ან შეურაცხყოფდა, მაშინ ის თავად ითვლებოდა უღირსად. კათოლიკე მისიონერები აღნიშნავდნენ, რომ ქართველები ისე ღზრდიდნენ შვილებს, რომ ფიზიკურ დასჯას არ მიმართავდნენ, რომ მათ შორის იყო განსაკუთრებული რიდი და პატივისცემა ..ასევე იყო პატრონ-ყმობის, ძუძუმტეობის ინსტიტუტი… ცარიზმის დროს ცოტა შეირყვნა ამ მხრივ მდგომარეობა..”აკაკის თავგადასავალში” აკაკი მოგვითხრობს–ერთ-ერთ თავადს საზოგადოებაში ამრეზით უცქერდნენ და კიცხავდნენ მას,რადგან რუსული წესისამებრ ეპყრობოდა ყმებსაო. თავად ის ფაქტი,რომ საქართველოში არასდროს არ ყოფილა გლეხთა აჯანყება (მიუხედავად იმისა,რომ იყო ტყვეთა სყიდვა თავადების მხრიდან–ესეც სასწაულია) და,
მითუმეტეს, არც ყოფილა და წარმოუდგენელიც იყო აჯანყება მონარქიის წინააღმდეგ (მეფისთვის თავდადებული ხალხისა და ხალხისთვის თავდადებულ მეფეთა ისტორიაცაა საქართველოს ისტორია), მრავლისმეტყველია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველასგან განსხვავებული სახელმწიფო და საზოგადოება გვქონდა . 12.03.2019 წ






























