Gürcü Haber: Gürcü Kültür Merkezi Derneği Yönetim Kurulu üyesi, Gürcüce ve Türkçe öğretmeni sevgili Davut Kaptan’ın doğum gününü ve evlilik yılını birlikte kutluyoruz.!
Evlilik ve doğum gününü ayni güne denk getiren kaç insanımız var ! Özel bir şey bu.
Kendilerini bir kez daha kutluyoruz.
დღეს ძვირფასი მასწავლებელის დაბადების დღეა.
ბატონი, დავუთ ქაფთანი, დაიბადა 1950 წელს ართვინში, სოფელ ადაგულში.
დაამთავრა გაზი უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ანკარაში. 12 წელი
გირესუნში, დოუ ბეაზიტში, ბორჩხაში, გუნეშლში, იბრიქლში და ადაგულში
დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა
სტამბოლში და განათლების სამინისტროს კონტროლიორად დაიწყო მუშაობა.
სახელმწიფოს ეგიდით მივლინებული იყო გერმანიაში თურქული ენის
მასწავლებლად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისევ განათლების სამინისტროს
დაუბრუნდა. მთლიანობაში 40 წელზე მეტი ემსახურა განათლების სისტემას .
პენსიაში გასვლის შემდეგ დღემდე მუშაობს კერძო რეაბილიტაციის ცენტრში.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ბატონ დავუთს 70 წლისა და
ქორწინებიდან 10 წლის იუბილეს. უფლის წყალობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა
და წარმატებებს ვუსურვებთ.
































