პაოლო იაშვილი – Paolo İAŞVİLİ /1894 – 1937
GH/ Kültür Servisi: Şair, yazar. Sembolizmin en önemli temsilcilerinden, Gürcü Sovyet yazarlar sendikası üyesi.
Stalin liderliğinde, ”büyük temizlik” döneminde sürekli polis takip altındaki yazarlarından biridir. 1937 de İntihar etmesi bile yargılanmasını engelleyemedi!
Paolo intihar etmeden önce kızı Medea’ya yazdığı duygu yüklü mektubunda: Sevgili Mediko! Büyüyecek, kaderimi düşünecek ve, ölümümün daha iyi olduğundan emin olacaksın… Öğrenin, çalışın, her zaman doğruyu söyleyin… vatanınızı sevin, sevdiklerinizi daima hatırlayın”(*) diye yazar..
Tavuskuşları Şehirde / ფარშავანგები ქალაქში
Hava sıcaktı şehirde. Fikirlerin alıklarına
Zulmediyordu güneş, boğuyordu sel sağanağında:
(Gaddardır güneş kızıl yılanları etrafına topladığında,
Ve ısırgan kan olup aktığında sokakların oluklarında).
Hava sıcaktı şehirde. Faytonlar rüzgar gibi geçiyordu,
Güneşe mihnet ediyorlardı taşkın bahtiyarlık için
Dünyanın kaynamasına sadece kediler seviniyordu,
Çünkü saklamışlardı şehvetlerini sıcak havalar için:
Sanki paramparça camların tozuydu,
Mavi hava öyle balkıyordu.
Ve halk da telaşlı bir parıltıyla geziyordu
Sarmalanarak sıcacık şallarına.
Fabrikalar bağrışmadalar ve bulanık dumanlarda,
Mariz köpekler serili sokaklarda.
Evlere miyavlıyor kediler envai renkli;
Mabedin kubbeleri
Gökyüzüne süzülüyorlar tıpkı ateşin dilleri.
Hararetli sarsıntılarla geçiyor atlar rüzgar gibi.
Kırmızı yeşil şemsiyelerin sallanması,
Merasim bayraklarının dalgalanması,
Gölgeleri mavi yosunlu ağaçların,
Camekanları altın ile değerli taşların…
Öfkesi artıyor kan kızılı ejderhanın..
Fark ettiler şehirde ateşlenmesini havanın….
*
Birdenbire, kaynar güneşin sarhoş fermanıyla,
Hava çiçek açtı kızıl tavus kuşlarıyla.
Onların çıkagelmesi kızıl kasırgaydı,
Öfkeyle paramparçaydı naraları.
Bakır kaynıyordu kanatlarında ve çığlık atıyorlardı sararmış arştan,
Şimdi fırlamışlardı sanki kaynar kazanlardan,
Demirin fokurdadığı içinde;
Ve yanık kanatlılar bina bulamamıştı hiçbir yerde.
Ve bedenleri de kanla balkıyordu,
Sanki birileri güneşin kılıcıyla tavus kuşlarını kovalıyordu.
Harlanmış havanın mavi etini parçalıyorlardı zalim gagalarıyla
Ve şehre uçuşup gelenler çıldıran güneşin tasalarıyla,
Sokakları ve altın nehirlerini inletiyorlardı yeni bir korkuyla –
Ve dolup taştı bu şehir harazayla, dağdağayla ve çılgınlıkla:
Çatırdayarak dökülüyordu ağaçların dalları
Evler de kızarıp morararak yandılar.
Halk telaş içinde feryadı figandaydı,
Bağrışarak uçuşuyordu hızlı tramvaylar.
Ve çığlık çığlığaydılar tavuskuşları,
Yüksek evlerden kediler dökülüyordu.
Ve gözleri kapalı çılgın atlar
Sütunlarda göğsü deşik görünüyordu.
Güneşin sürgünleri havada hayıflanıyordu,
Kanla atlaslaşıyordu yerde kaldırım taşları.
Çanların sağır ve telaşlı sesi duyuldu kızıl rüzgarda.
Her korku berhava oldu, ölü görünüyor sadece ölünün yanında,
Kızgın gökyüzüne seriliyor gözyaşı rengi sıcak buhar,
Her şey sessiz sedasız şimdi, şehrin kızılca uykusu var.
Ve görkemle ışıldıyordu kubbeler ile yaldızlı ıstavrozlar,
Menekşe rengi sisler içinde sakin gözüküyor düzlükler.
Tıpkı hırpani, kan kızılı ve ıslak paçavralar,
Güneşin yorgun kuşları da ağaçlara tünemişler.
Paolo İAŞVİLİ
Türkçesi: Hasan Çelik
ფარშავანგები ქალაქში
ქალაქში სიცხე იყო. რეტიან ფიქრებს
მზე აწვალებდა და ახრჩობდა ცხელ ნიაღვარში:
(ავია, როცა წითელ გველებს მზე შემოიკრებს,
და დაიქცევა მკბენარ სისხლად ქუჩების ღარში).
ქალაქში სიცხე იყო. ეტლები ჰქროდნენ,
მზეს ემდუროდნენ მომეტებულ ნეტარებისთვის;
მხოლოდ კატები ქვეყნის დუღილს შეეხაროდენ,
რომ ინახავენ თავის ვნებას ცხელ დარებისთვის:
როგორც დამსხვრეულ შუშების მტვერი,
ისე ელავდა ლურჯი ჰაერი.
და მოძრაობდა ჩქარ ელვარებით
ხალხი, მორთული ცხელ ოლარებით.
ქარხნების ყვირილი და კვამლი ღვრია,
ქუჩებში სნეული ძაღლები ყრია.
კნავიან სახლებზე ფერადი კატები;
საყდრის გუმბათები
ცას ეშურებიან, ვით ცეცხლის ენები.
მხურვალე ცახცახით დაჰქრიან ცხენები.
მწვანე და წითელი ქოლგების ტრიალი,
სადღესასწაულო დროშების ფრიალი,
ლურჯ ხავერდიან ხეების ლანდები,
ოქროს და ძვირფასი ქვის შუშაბანდები…
სისხლისფერ გველეშაპს ბრაზი ემატება.,
ქალაქში შენიშნეს ჰაერის ანთება…
*
მოულოდნელად, მდუღარე მზის მთვრალი განგებით,
ჰაერი აყვავილდა წითელი ფარშავანგებით.
იყო მათი მოვლენა წითელი ქარტეხილი,
იყო მათი ყვირილი მხურვალედ დატეხილი.
ფრთებზე სდუღდა სპილენძი და კიოდნენ ყვითელ ციდან,
თითქოს ახლა ამოსცვივდნენ გახურებულ ქვაბებიდან,
რომელშიდაც სჩქეფდა რკინა;
და ფრთებდამწვრებს ვერ ეპოვათ ვერსად ბინა.
და ელავდა მათი ტანი სისხლით,
თითქოს ვინმე მოსდევდა ფარშევანგებს მზის ხმლით.
ცხელ ჰაერის ცისფერ ხორცსა გლეჯდნენ მკაცრი ნისკარტებით
და ქალაქში მოფრენილნი გაგიჟებულ მზის დარდებით,
ქუჩებს, ოქროს მდინარეებს, აკვნესებდნენ ახალ შიშით-
და აივსო ეს ქალაქი ხმაურობით და სიგიჟით:
ლიწინით სცვიოდნენ ხეებს ტოტები
აინთნენ სახლები ალმურის მოდებით.
ხალხი ირეოდა კვნესით და ვაებით
ყვირილით მიჰქროდნენ ჩქარი ტრამვაები.
და ფარშავენგები ჰკიოდნენ, ჰკიოდნენ,
მაღალ სახლებიდან კატები სცვიოდნენ.
და გიჟი ცხენები ხედვა ახვეული,
მოსჩანდნენ სვეტებზე მკერდგადახეული.
ოხრავდნენ ჰაერში მზისგან დავნილები,
სისხლით ატლასობდნენ ძირს ქვაფენილები.
წითელ ქარში ზართა რეკა შემოისმა ყრუ და ჩქარი.
ყველა შიშმა გადარეკა, მხოლოდ მკვდართან მოსჩანს მკვდარი,
ცხელი ორთქლი, ცრემლისფერი, მხურვალე ცას ეფინება,
ჩუმად არის ყველაფერი, ქალაქს წითლად ეძინება.
და სხივოსნობენ გუმბათები, და ოქროს ჯვრები,
იისფერ ნისლში მდუმარებით სჩანან ველები.
ვით დაფლეთილი, სისხლისფერი, სოველი ჩვრები,
ხეებზე სხედან დაღალული მზის ფრინველები.
პაოლო იაშვილი

გამოწერა / პაოლო იაშვილი – პოეტი
პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2(14) აგვისტოს.
პაოლო აქტიურ მონაწილეობას იღებდა მწერალთა კავშირის საქმიანობაში, დღიდან დაარსებისა. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”.
მისი პირველი ლექსი “ღმერთო, ღმერთო” გაზეთ “კოლხეთში” 1911 წელს გამოქვეყნდა. პ. იაშვილის პირველი წიგნი 1955 წელს გამოიცა, ვრცელი კრებული 1959 წელს. პ. იაშვილის ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა ოსტატურად იყო დაუფლებული თავისუფალ ლექსსაც. მის შემოქმედებაში მარგალიტებივითაა გაბნეული მოთხრებები “ფერადი ბუშტები”, “სამი ტკივილი”. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დამთავრება პოემისა “გზა მშვიდობისა” (1936–1937 წლები). იგი მუშაობდა პუბლიცისტიკაში და ეწეოდა მთარგმენლობით საქმიანობასაც. მან ბავშვებისთვის დაწერა რამდენიმე ლექსი: “მედეას ლეკვი”, “შემოდგომის დღე ფოთი”, “ოთარ შოფერი” და სხვა.
უკანასკნელი წერილი მან საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა იგი ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმა ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება.
პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
**
(*) ”შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა” – პაოლო იაშვილის წერილი ქალიშვილს
ეს წერილი პაოლომ თვითმკვლელობის წინ დაუწერა ქალიშვილს:
”ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა.
გიყვარდეს დედა და ყველა ჩემიახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.
შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა”
ასევე იხილეთ: მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვილისადმი
































