Mustafa Yakut (Guram Himşiaşvili): Bugün, 1815’te, Açara ve Gürcistan tarihinde önemli yeri olan ulusal kahraman Selim Himşiaşvili’nin katledilişinin (Başı kesilerek İstanbul’a getirilmiştir) 206. yılı.

Selim Paşa Himşiaşvili’nin şu sözleri de tarihe geçmiştir:
“Benim başımı vücudumdan ayırabilirsiniz ancak bilinmelidir ki, Osmanlı, Açara’da ilelebed kalamayacak ve Açara Gürcistan’ın ayrılmaz bir parçası olarak kalacaktır. Çocuklarım ve torunlarım bu vasiyetimi yerine getireceklerdir”
Not: Mezarı ve müzesi Batum’un Nigazevli köyündedir.)

დღეს, საქართველოს ერთიანობისათვის თავგანწირული მამულიშვილის – სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის გარდაცვალებიდან 206 წელი გავიდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ ბაკოში, (სერიყანა) დიდი მამულიშვილის, სელიმ-ბეგის მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკო.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლი და მისი ისტორიული სიტყვები:-“მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“ – სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა 1815 წლის 3 ივნისს, სელიმ ხიმშიაშვილმა სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში, როცა მას თავს კვეთდნენ.
დღესვე, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სხალთაში, ხიმშიაშვილთა საგვარეულოს კიდევ ერთი სახელოვანი წარმომადგენლის – შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, გამოფენილი ექსპონატები და ფოტოები დაათვალიერეს.





























