პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს 300 ერთეული მაღალი გამავლობის MRAP- პუმების შეყიდვას ბელორუსიის საზღვრის გასაკონტროლებლად მიგრანტების კრიზისის გამო
პოლონეთის შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 50 მდე მიგრანტმა მოახერხა ბელორუსიის საზღვრიდან უკანონოდ შემოჭრა, მათ გაარღვიეს დამცავი კორდონები.
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბალაშჩაკმა მიიღო გადაწყვეტილება შეისყიდონ 300 ერთეულის ამერიკული MRAP-ის((Mine Resistant Ambush Protected) პუმას მაღალი გამავლობის სამხედრო ტექნიკას(იხილეთ ფოტო) სრულად მიწოდება მოხდება 2022 წლის დასრულებამდე, რომელიც ეფექტურია საზღვრის კონტროლასა და დანაღმული ტერიტორიების პატრულირებისათვის.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სეპციალური დანიშნულების რაზმების გაგზავნა ბელორუსიის საზღვრის გასწვრივ, მაზოვიეცკის, ლუბელსკის და პოდლასკის რეგიონებში(იხილით ფოტო).
ამ დროისთვის პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარს 15000 მდე მე-12, მე-14, მე-16 და მე-18 მექანიზებული დივიზიების ჯარისკაცები, სასაზრვრო დაცვის პოლიცია და ტერიოტრილური თავდაცვის შენაერთები იცავენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რუსეთის ფედერნაციამ ბელორუსიის საზღვარზე დაიწყო სამხედრო წვრთნები(მოგეხსნებათ დესანტირების დროს 2 რუსი მედესანტე დაიღუპა პარაშუტების გადახლართვის გამო), ყოველდღიურად იზრდება პროვოკაციები საზრვრის გასწვრივ მიგრანტთა უფრო დიდ ნაკადები ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას, ამის ფონზე დიდმა ბრიტანეთის ხელისუფლებასა და პოლონეთის მთავრობას შორის შედგა შეთანხმება ერთობლივად დაიცვან საზღვარი, უახლოეს მომავალში ბრიტანული სასაზღვრო დაცვის ძალები სამხედრო ამუნიციასთან ერთად განლაგდებიან პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე.
პოლონეთში ღიად განიხიალვენ ამ ფაქტს როგორც რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების ახალ ფაზას და ჰიბრიდული ომის ახალ ფაზად, რომელიც შესაძლოა სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. იმის ფონზე როცა ერვოპული უსაფრთხოება მთლიანდ მორღვეულია და სხვა-დასხვა შეხვედრებზე იგივე მერკელი თუ ე.მაკრონი პუტინს შესცქერიან, როგორც საშუალებად რომ ამერიკული გავლენები დააბალანსონ და თავიანთი თითქოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაზარდონ და პოლიტიკური მოთამაში როლი შეიძინონ, ამას კარგად იყნებს პუტინის რუსეთი, უკრაინის საზრვრებთან 100 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული, ნებისმიერ დროს მას შეუძლია ევროოპის ერთიანობის იდეას და დემოკრატიას ყველა მიმართულებიდან დაარტყას მით უმეეტეს როცა ამის საშუალებას ევროპის წამყვანი ქვეყნები აძლევენ…






























