ავსტრიაში გამართულ გრაცის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ სრიალში ნიკა ეგაძე ძლიერ კონკურენტებს შორის გამორჩევით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
Avusturya’da yapılan Graz Uluslararası Paten Turnuvası’nda Nika Egadze, Artistik Patinaj’ da güçlü rakiplerin arasından sıyrılarak Dünya Şampiyonu oldu.
Avusturya’nın Graz şehrinde yapılan turnuvaya, 18 ülkeden üst düzey sporcular katıldı.
Gürcü patenci oldukça yüksek rekabet koşullarında Amerika Birleşik Devletleri, Japonya, Estonya, Avusturya, Fransa, Kanada gibi ülkelerden katılan deneyimli sporcularla rekabet etti.
Gürcü sporcu Egadze, başarıyla zor ve teknik beceri gerektiren programında 227,57 puan ile önemli rakiplerini geride bıraktı ve Dünya Şampiyonu oldu.
Youtube.com/c/AjansGürcü izlemeye devam edin!
ავსტრიაში გამართულ გრაცის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ სრიალში ნიკა ეგაძე ძლიერ კონკურენტებს შორის გამორჩევით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, 11-14 ნოემბრის ჩათვლით, ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობდა. სენიორების კატეგორიაში მონაწილე 18 ქვეყნის 27 მოციგურავე მამაკაცს შორის ასპარეზობდა ქართველი სპორტსმენი ნიკა ეგაძე, რომლისთვისაც ავსტრიის თასი, ამ სეზონზე, ყაზახეთისა და ლატვიის შემდეგ, მესამე საერთაშორისო სტარტი იყო.
ტურნირი წარმომადგენლობითი აღმოჩნდა თავისი შემადგენლობით, ამიტომ ქართველ მოციგურავეს ასპარეზობა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში მოუხდა – ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ესტონეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა რეიტინგული ქვეყნების უკვე გამოცდილ სპორტსმენებთან.
ქართველმა სპორტსმენმა ღირსეულად გაართვა თავი საკმაოდ რთულ, ტექნიკური ელემენტებით, ოთხმაგი ნახტომებით დატვირთულ პროგრამას და ორი პროგრამის ჯამში მოპოვებული 227.57 ქულით ჩელენჯერის სერიის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, რაც მის სპორტულ კარიერაში, სენიორების კატეგორიაში მიღწეული ყველაზე მაღალი შედეგია.





























