ზოგს თვალი უჭრის და ზოგს გონება,
ზოგის ხმალი ჭრის, ზოგის – ვოკალი…
გულს შეაწუხებს თუ მოგონება
ვერა ვზეიმობ, ჰა და
- მომკალით…
ისე – მეც კი ვარ ჯანზე ჩვეულად,
თავი დავაკალ ახლაც სამზადისს,
მაგრამ – რითი ვარ გამორჩეულად?
- რასაც ვამზადებ ყელში არ ჩამდის…
ვით მრავალ მოკვდავს მეც მწამს იესო,
მეც მიხარია ბრწყინვალე “შობა”!
- რა ვქნა გულზე თუ ელდა დამესო
და სიხარული ვეღარა შობა…
ვეღარას ვიგებ ყოფის ამ ოხრის,
იქნებ ბრალია ჩემი აზრების,
თავს ვეძალები წელში არ მოხრის,
ღმერთზე კი არა ჩემზე ვბრაზდები,
რომ გოლგოთისკენ მიმავალ ჩემს მხსნელს
ჩამოვრჩი ბნელი აზრებით ვით ჭირს
და მივაშურებ ცოდვებით ქვესკნელს,
რომ წასულები ამგვარად მიჭირს…
/ Keti Ateneli 06.01.2022. GERMANY/
ყველას კარგ ხასიათს გისურვებთ!
































