Amberi Qartveli :„კომუნისტური პარტიის მანიფესტის” ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ავტორი, დიდი გერმანელი ფილოსოფოსი – კარლ მარქსი (1818-1883 წლები), ვისი სახელიც ასე გაფეტიშებული იყო საბჭოთა კავშირში, გაგიკვირდებათ და, ერთობ კრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფრიდრიხ ენგელსის თანამოაზრესა და მეგობარს რუსეთი არ უყვარდა, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა მაშინ კომუნისტური რეჟიმი. მარქსი რუსეთს იმ ჩამორჩენილ ქვეყნად მიიჩნევდა, რომლის მცხოვრებთაც დროთა განმავლობაში, დამპყრობელმა მონღოლებმა და თათრებმა მონური ფსიქოლოგია ჩამოუყალიბეს. ფილოსოფოსის მოსაზრებით, „ბარბაროსული” რუსეთი ცივილიზებული და განვითარებული ევროპული ქვეყნებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგანაც ეს უზარმაზარი ქვეყანა – „ევროპის ჟანდარმობა”-ს ესწრაფვოდა.



























