Kakha Kvashilava : ჩერჩილმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ 1945-ში არჩევნები წააგო;
დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ში მოიგო მეორე მსოფლიო ომი და ცოტა ხანში არჩევნები რესპუბლიკელებმა მოიგეს;
დე გოლმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ მალე ოპოზიციაში გადაინაცვლებს;
ათათურქის პარტიამ თურქეთი ევროპის გზაზე დააყენა, მაგრამ ხალხმა ოპოზიციაში გაუშვა.
რა თქმა უნდა, ზელენსკისაც მოუწევს ამგვარი საკითხების წინაშე დადგომა გამარჯვების შემდეგ. ალბათ, მასთანაც იქნება და ექნებათ კითხვები. ეს ნორმალურია. ესაა სახელმწიფოებრიობა. ხოლო სახელმწიფოებრიობა არაა ის, როცა ქვეყნის ლიდერი მესიაა, ისტორიის შემქნელია, მამა-მარჩენალია, ჭეშმარიტების მწვერვალია, სიბრძნის კიდობანია და ა.შ. და ა.შ.
დიდება უკრაინას!
გმირებს დიდება!





























