ედგარ დეგა
“რუსი მოცეკვავეები”
(იხ. ქვემოთ)
Demur Giorkhelidze: ლონდონში ამ ნახატს სახელი შეუცვალეს და “უკრაინელი მოცეკვავეები” დაარქვეს! კონცერტი, სადაც ჩაიკოვსკის ნაწარმოებები უნდა შესრულებულიყო, მოხსნეს, რადგან ჩაიკოვსკი რუსი იყო და სხვა.
რუსებისადმი ღია მტრული დამოკიდებულება (სტუდენტების მიმართაც) არც აშშ-ში და არც ევროპაში შენიღბული არ არის: ის, ფორმა, რომელიც გამოიყენება,
შორსაა ელემენტარული დასავლური ნორმებისაგან!
მე ადვოკატი არ გახლავართ, – მე ვცდილობ გავერკვე,
თუ რა ხდება!
ხ დ ე ბ ა კი შემდეგი:
ბრძოლა წამოწყებულია არა რუსეთის სახელმწიფოს,
არამედ საერთოდ რუსი ხალხის, რუსული კულტურის
ამოსაძიკვად და გასანადგურებლად, – არც მალავენ:
კულტურის იგნორირება უნდა მოხდეს, ყოველივე რუსულის! ბრძოლა განადგურებაზეა!
დანარჩენი ლირიკაა!
კარგია ეს/ცუდია ეს – მნიშვნელობა არა აქვს,
მეათასე ხარისხისაა!
მ თ ა ვ ა რ ი ა ის, რომ აქამდე მივიდა ცნობიერება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისა!
გამოვა თუ არა ამ საქმიდან რაიმე, დრო გვიჩვენებს!
ისტორიული გამოცდილება ასეთი სახის მცდელობებზე
ზუსტ პასუხს იძლევა. ვნახოთ, რა გამოვა ამჯერად!
ჩემი პ ი რ ა დ ი აზრი:
ასეთი მცდელობა ვისაც გნებავთ ჰქონდეს ვინმეს მიმართ, განწირულია კრახისათვის!.. ჩემთვის გამაოგნებელია თვით ფაქტი: 21-ე საუკუნეში ნაცისტური (მესამე რაიხის) მიზანდასახულობა რეალურ სახეს იღებს!


































