გალაკტიონის საქართველო
გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? –
ეს ჩემი სამშობლო მთებია!
/1919 წელი/
…
დღეს ჰყვავის ბზა, ალუბლები, ატამი…
ისევ დღეა შენი მაშასადამე –
შორი სული დოვინ-დოვენ-დოვლისა,
საქართველო – უპირველეს ყოვლისა!
საქართველო – უპირველეს ყოვლისა!
/1920 წელი/
…
რაა ისე გულდამწყვეტი,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ფიქრობდე,
ეს არ არის საქართველო…
/1930-იანი წლები/























