ასტრიდ ლინდგრენი:”1939 წ. 3 ოქტომბერი
Kakha Kvashilava: ისევ გრძელდება. პოლონეთი დანებდა. მთელი ქვეყანა ქაოსმა მოიცვა. გერმანიამ და რუსეთმა შუაზე გაიყვეს პოლონეთის მიწები. დაჯერებაც კი მიჭირს, რომ მე-20 საუკუნეში მსგავსი რამ ხდება. თუ ვინმე ამ ომზე ხელს ითბობს, ეს ნამდვილად რუსეთია. მას შემდეგ, რაც გერმანელებმა პოლონეთი დააჩოქეს, რუსები ჯერ იქ შევიდნენ და გერმანიის ნაალაფარიდან წილი მოითხოვეს, თან არც ისე მცირე წილის მგონი, ეს ამბავი დიდად არც გერმანელებს ეხატებათ გულზე, მაგრამ იძულებულნი არიან, არაფერი შეიმჩნიონ. ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთი მოთხოვნას მოთხოვნაზე აყენებს და რასაც მოისურვებს, ყველაფერს იღებს”.
წაიკითხეთ ეს წიგნი. უბრალოდ ჰიტლერი და გერმანია პუტინით და რუსეთით შეცვალეთ. სხვა ყველაფერი იდენტური იქნება. ვკითხულობ და თითქოს დღევანდელობაა.





























