მოცურავე ფიქრები
David Gua:
ასე დავარქვი ამ ნავს, ამ სურათს!
სადაც გავიზარდე იმ სახლიდან 3 კილომეტრში იყო ზღვა.
სახლიდან ზღვამდე შუალედი ტყის მასივებით იყო დაფარული.
ამასწინათ ფიქრებში წარმოვიდგინე
- იქ, ზღვამდე მიმავალ ბილიკზე გავირბინე.
ნაპირთან ახლოს მისულმა ტყის ხეების ბოლო ტოტებში მივიმალე, ნაპირი დამეზვერვა და დავრწმუნებულვიყავი, რომ ზღვის უწვდენელი სივრცის დასანახად არავინ მიშლიდა ხელს - ამ დროს ფოთლებისა და ტოტების თვალსაწიერიდან დავინახე ჰორიზონტზე იდგა ფიქრების აფრებით დახუნძული გემი!
მერე მე ის იმ ღამეს დავხატე!


































